სტამბოლის პოლიციამ უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინისკენ მიმავალი გზები ჩაკეტა
თურქეთის უმსხვილესი ოპოზიციური პოლიტიკური გაერთიანება, „რესპუბლიკური სახალხო პარტია“ პრეზიდენტ ერდოანის ხელისუფლებას ადანაშაულებს პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლის გაგრძელებაში.
7 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც პარტიის მომხრეებმა სტამბოლში დემონსტრაცია გამართეს და პარტიული თანამდებობებიდან ადგილობრივი ლიდერების ჩამოშორების შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილება გააპროტესტეს, პოლიციამ ოპოზიციური პარტიის შტაბ-ბინასთან მისასვლელი გზები და მის გარშემო მთელი რაიონი ჩაკეტა. ოპოზიციის მომხრეებმა ბლოკადის გარღვევა სცადეს.
პრეზიდენტ ერდოანის მიერ დანიშნულმა სტამბოლის გუბერნატორმა ქალაქის რამდენიმე რაიონში დემონსტრაციები სამი დღით აკრძალა.
ოპოზიციური პარტიის ლიდერმა ოზგურ ოზელმა მხარდამჭერებს პარტიის შტაბ-ბინისკენ მარშის ორგანიზებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ვინც „რესპუბლიკურ სახალხო პარტიას“ იცავს, იცავს თურქეთის რესპუბლიკასაც.
სასამართლომ 2 სექტემბერს მიიღო ოპოზიციური პარტიის სტამბოლის ორგანიზაციის ხელმძღვანელების თანამდებობებიდან ჩამოშორებისა და დროებითი მმართველის დანიშვნის გადაწყვეტილება იმ მოტივით, რომ პარტიის მიერ ორი წლის წინ ჩატარებულ ყრილობაზე დარღვევები იყო.
„რესპუბლიკური სახალხო პარტია“ აცხადებს, რომ თურქეთის ხელისუფლება ოპოზიციური პარტიის წინააღმდეგ პოლიტიკურად მოტივირებული ზეწოლის კამპანიას აწარმოებს.
სასამართლოს მიერ დანიშნული მმართველი სტამბოლში, პარტიის მთავარ ოფისში დღეს, 8 სექტემბერს უნდა მივიდეს.
15 სექტემბერს სასამართლოში დანიშნულია სხდომა, რომელზეც სავარაუდოდ, თანამდებობიდან გადააყენებენ პარტიის ლიდერს, ოზგურ ოზელსაც.
სიახლეები
- ,,სააკაშვილის ფაქტორის ექსპლოატაციის გარდა, დიდი ხანია „ნაცმოძრაობამ“ არაფერი იცის, არც გაუკეთებია და არც შეუძლია"- ნიკა გვარამია
- ,,მიშა არა მხოლოდ სუსტი, არამედ გაფარჩაკებული ნარცისია"- თამარ ჩერგოლეიშვილი
- ,,საქართველოში ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს, ლტოლვილსა და მათ შთამომავალს აქვს უფლება დაუბრუნდეს საკუთარ სახლს"-ანალენა ბერბოკი
- ,,მადლობას ვუხდით ყველა სახელმწიფოს, რომელიც დადგა საქართველოს გვერდით და მხარი დაუჭირა დევნილთა უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლებას"- მაკა ბოჭორიშვილი
- გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო