რუსეთის თავდასხმას დონეცკში 21 ადამიანი ემსხვერპლა
დონეცკის ოლქში, რუსული ძალების მიერ განხორციელებული ავიაიერიშის შედეგად, 21 ადამიანი დაიღუპა.
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, შეტევა სოფელ ნოვოდონეცკში განხორციელდა.
“დარტყმა მშვიდობიან მოსახლეობას მიაყენეს – თავდასხმის დროს ადამიანები პენსიებს იღებდნენ. შედეგად, წინასწარი მონაცემებით, 20-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.
რუსეთის მხრიდან ასეთი დარტყმები ნამდვილად არ უნდა დარჩეს მსოფლიოს უპასუხოდ. რუსები აგრძელებენ სიცოცხლის განადგურებას, მაგრამ ისინი თავს არიდებენ ახალ ძლიერ სანქციებს, ახალ ძლიერ დარტყმებს. მსოფლიო არ უნდა იყოს ჩუმად, მსოფლიო არ უნდა დარჩეს უმოქმედო. საჭიროა შეერთებული შტატების რეაქცია, საჭიროა ევროპის რეაქცია, საჭიროა ოცეულის რეაქცია, საჭიროა ძლიერი ქმედებები”,- განაცხადა ზელენსკიმ.
მომხდარზე გამოძიება, სამხედრო დანაშაულის ნიშნითაა დაწყებული.
სიახლეები
- ,,მამუკა მდინარაძე იქნება სახელმწიფო მინისტრი, ვიცე-პრემიერი და ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში"- ირაკლი კობახიძე
- ,,ფასებთან დაკავშირებით თვის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი, რის შემდეგაც საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს დასკვნებს და გეგმას"- ირაკლი კობახიძე
- ,,დარწმუნებული ვარ, არც ჩვენი ამომრჩეველი და არც სხვა ნორმალური ადამიანი თვალს არ ადევნებს, ეს ადამიანები როდის გაერთიანდებიან, როდის დაუპირისპირდებიან და ეჩხუბებიან ერთმანეთს"- ნინო წილოსანი
- ჩინეთში, 14 წლის სტუდენტმა სახლში თვითმფრინავის ძრავი ააწყო
- თურქეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის აკრძალვა დაამტკიცა