მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა უკრაინაზე რუსეთის დღევანდელ მასირებულ შეტევასაც
მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა უკრაინაზე რუსეთის მორიგ მასირებულ, კომბინირებულ შეტევას. რუსეთის ჯარებმა გასული ღამის განმავლობაში და გამთენიისას უკრაინას უპილოტო საფრენი აპარატებითა და რაკეტებით შეუტიეს.
ადგილობრივი ხელისუფლების მიერ 10 სექტემბერს, დილით გავრცელებული ცნობებით, ჟიტომირის ოლქში ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა, დაზიანებულია კერძო სახლები და რამდენიმე საწარმო. სამი ადამიანი დაშავდა ხმელნიცკის ოლქში, სადაც დაინგრა სამკერვალო ფაბრიკა. დაზიანებულია სახლები. ვინიცის ოლქში ერთი ადამიანი დაშავდა, დაზიანდა 30-მდე სახლი და სამოქალაქო-სამრეწველო ობიექტები. სახლები და ელექტროგადამცემი ხაზებია დაზიანებული ჩერკასის ოლქშიც. ვოლინის ოლქში ხანძარი გაჩნდა ერთ-ერთ სამრეწველო ობიექტზე. ქალაქ ლვოვში დაზიანებულია სამოქალაქო დანიშნულების საწყობები.
უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 415 უპილოტო საფრენი აპარატით და 42 ფრთოსანი და 1 ბალისტიკური რაკეტით, რომელთაგან ჩამოაგდეს, ან გააუვნებლეს 386 დრონი და 27 ფრთოსანი რაკეტა. უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა ადასტურებს, რომ 17 ადგილზე პირდაპირი დარტყმა იყო 16 რუსული რაკეტითა და 21 დრონით.
სარდლობის თანახმად, სულ მცირე 8 რუსული უპილოტო საფრენი აპარატი უკრაინის საზღვრებიდან გავიდა პოლონეთის მიმართულებით.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 11 სექტემბრისათვის
- გერმანიაში, მამაკაცს, რომელიც გასულ წელს ფესტივალზე დანით თავს დაესხა მოქალაქეებს, სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
- “პოლონეთი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ღია კონფლიქტთან ყველაზე ახლოსაა” – ტუსკი
- სარფის მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის ფაქტები აღკვეთეს
- “არჩევნებში მონაწილეობა ჩემ წინააღმდეგ აღვირახსნილმა ბულინგმა მაიძულა, ამიტომ დავთანხმდი ქუთაისის მერის არჩევნებში ჩართვას” - პაატა ზაქარეიშვილი