“„ანტიფას“, ავადმყოფურ, საშიშ, რადიკალურ მემარცხენე კატასტროფას, ტერორისტულ ორგანიზაციად ვაცხადებ” - დონალდ ტრამპი
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ულტრამემარცხენე ანტიფაშისტურ მოძრაობას „ანტიფას“ ტერორისტულ ორგანიზაციად აცხადებს.
„მოხარული ვარ, ვაცნობო ჩვენს მრავალრიცხოვან აშშ-ის პატრიოტებს, რომ „ანტიფას“, ავადმყოფურ, საშიშ, რადიკალურ მემარცხენე კატასტროფას, მსხვილ ტერორისტულ ორგანიზაციად ვაცხადებ. ასევე, გავცემ მკაცრ რეკომენდაციას, რომ „ანტიფას“ დამფინანსებლები საფუძვლიანად გამოიძიონ უმაღლესი სამართლებრივი სტანდარტებისა და პრაქტიკის შესაბამისად,“ - წერს ტრამპი სოციალურ პლატფორმა Truth Social-ზე.
ჩარლი კირკის მკვლელობის შემდეგ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის რიგმა ოფიციალურმა პირებმა მიანიშნეს, რომ დაუპირისპირდებოდნენ ულტრამემარცხენეების „ძალადობის წამქეზებელ კოორდინირებულ მცდელობას“. ამ განცხადებებმა პროტესტი გამოიწვია ზოგიერთი „დემოკრატის“ მხრიდან, რადგან მიაჩნიათ, რომ ტრამპი საბაბს ქმნის განსხვავებული აზრის, საპირისპირო შეხედულებების ჩასახშობად.
„ანტიფა“, „ანტიფაშისტების“ შემოკლებული ფორმა, არ არის სტრუქტურირებული ჯგუფი, ის უფრო სოციალური მოძრაობაა. CNN-ის განმარტებით, აშშ-ში უკანონოდ ითვლება მატერიალური მხარდაჭერის გაწევა იმ ჯგუფებისთვის, რომლებიც მთავრობის მიერ უცხოურ ტერორისტულ ორგანიზაციებად არის გამოცხადებული, თუმცა ადგილობრივი ჯგუფებისთვის ანალოგიური კანონი არ არსებობს.
სიახლეები
- ,,ფასებთან დაკავშირებით თვის ბოლომდე დასრულდება სამუშაო პროცესი, რის შემდეგაც საზოგადოებას გავაცნობთ ჩვენს დასკვნებს და გეგმას"- ირაკლი კობახიძე
- ,,არწმუნებული ვარ, არც ჩვენი ამომრჩეველი და არც სხვა ნორმალური ადამიანი თვალს არ ადევნებს, ეს ადამიანები როდის გაერთიანდებიან, როდის დაუპირისპირდებიან და ეჩხუბებიან ერთმანეთს"- ნინო წილოსანი
- ჩინეთში, 14 წლის სტუდენტმა სახლში თვითმფრინავის ძრავი ააწყო
- თურქეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის აკრძალვა დაამტკიცა
- ,,აქამდე თუ შენიღბულად მოგვიწოდებდნენ ომში ჩართვაზე, პირდაპირ გამოვიდა და ისაუბრა სამოქალაქო დაპირისპირებაზე"- კახა კალაძე