ეკვადორის შვიდ პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა
ეკვადორის პრეზიდენტმა დანიელ ნობოამ, შვიდ პროვინციაში 60-დღიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. გადაწყვეტილების მიზეზად პრეზიდენტმა სატრანსპორტო პროფკავშირების გაფიცვა დაასახელა, რომელიც დიზელის ფასების ზრდის წინააღმდეგ დაიწყო და საბოლოოდ არეულობაში გადაიზარდა.
საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი სამართალდამცველებს დამატებით უფლებამოსილებებს აძლევს საზოგადოებრივი წესრიგის დასაცავად.
პროტესტმა და გზების ბლოკირებამ რამდენიმე რეგიონში უკვე გამოიწვია გადაადგილების სირთულე და საწვავის დეფიციტი. ხელისუფლება აცხადებს, რომ დიალოგისთვის მზად არის, თუმცა უსაფრთხოების ზომებს გაამკაცრებს.
სიახლეები
- ოქროს ფასი რეკორდულ ნიშნულზეა
- ,,ჩემი დამოკიდებულება პირადად ირაკლის მიმართ ყოველთვის იყო თბილი, მეგობრული – ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა"- გიორგი ვოლსკი
- ,,თავისი არსით მათი თავდაცვა მარხილში შებმული ორი ძაღლია"- დონალდ ტრამპი
- ღარიბაშვილი უკვე ციხეშია - 5-წლიანი პატიმრობა და ₾1 მილიონი ჯარიმა
- მნიშვნელოვანი ინფორმაცია პირადობის მოწმობებთან დაკავშირებით