“გიერთდებით იმ ადამიანთა თავგანწირვისა და სიმამაცის გახსენებაში, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს სამშობლოს დასაცავად” - აშშ-ის საელჩო
საქართველოში აშშ-ის საელჩო სოციალური ქსელით ეხმაურება სოხუმის დაცემის დღეს:
„სოხუმის დაცემის ტრაგიკული დღის 32-ე წლისთავს გიერთდებით იმ ადამიანთა თავგანწირვისა და სიმამაცის გახსენებაში, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს სამშობლოს დასაცავად და რომლებმაც დაკარგეს საკუთარი სახლი“, – წერს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო.
აფხაზეთის ომი 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 13 თვეს და 13 დღეს გაგრძელდა. სხვადასხვა მონაცემით, შეიარაღებულ დაპირისპირებას ემსხვერპლა 10 000-დან 30 000-მდე ადამიანის სიცოცხლე, 300 ათასზე მეტი კი, დევნილად იქცა.
აფხაზეთის რეგიონში საქართველოს სამთავრობო ძალების შესვლას წინ უძღოდა ადგილობრივი სეპარატისტების მიერ ე.წ. დამოუკიდებლობის გამოცხადება. აფხაზური ფორმირებების მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთო რუსეთის სამხედრო ძალები.
1993 წლის 27 სექტემბერს, საქართველოს სამთავრობო ძალების სამხედროებმა, შტაბის სარდლობამ და სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარე ედუარდ შევარდნაძემ სოხუმი დატოვეს. სოხუმის დაცემამდე შეიარაღებული კონფლიქტის მონაწილე მხარეებმა მიაღწიეს სამშვიდობო შეთანხმებას, რომლის დარღვევაშიც საქართველომ რუსეთი დაადანაშაულა.
სიახლეები
- ოზურგეთი-ქობულეთის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას 1 ადამიანი ემსხვერპლა
- “მხოლოდ ის შეძლებს იყოს ქრისტიანი, ვინც თავის ჯვარს აიღებს და ქრისტეს შეუდგება - იმედია, ჯვრის ძალით მოხდება ჩვენი დევნილების სახლებში დაბრუნება, აღდგება საუკუნოვანი ძმობა და მოვესწრებით გამთლიანებულ საქართველოს” - მეუფე შიო
- “საქართველოში ჩემი საკნიდან ევროპას ვემუდარები, რუსეთის ხელში არ მიგვატოვოს - არ დასაჯოთ რიგითი მოქალაქეები უვიზო რეჟიმის გაუქმებით, მიზანში ამოიღეთ ნამდვილად პასუხისმგებელი პირები” - მზია ამაღლობელი The Guardian-ის სტატიაში
- “ბიძინა ივანიშვილის მიმართ უკვე 3 წელია მოქმედებს არაფორმალური სანქციები, გაყინული აქვს ანგარიშები და ვერც ერთი ნაბიჯი ვერ გადაადგმევინეს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ” - ირაკლი კობახიძე
- სამების საკათედრო ტაძარში აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს