მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები დაიწყო. არჩევანი კვლავ ასე დგას: დასავლეთი თუ რუსეთი
დღეს, 2025 წლის 28 სექტემბერს მოლდოვაში იმართება საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ამჯერადაც წყვეტს ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის ბედს.
ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 07:00 საათზე (თბილისის დროით დილის რვა საათზე) დაიწყო და საღამოს, 21:00 საათზე დასრულდება.
ორი მთავარი დაპირისპირებული ძალაა პროდასავლურად განწყობილი პრეზიდენტის, მაია სანდუს „მოქმედებისა და სოლიდარობის პარტია“ და პრორუსული „პატრიოტული ბლოკი“, რომელსაც ყოფილი პრეზიდენტი, იგორ დოდონი ხელმძღვანელობს.
კრემლი გამუდმებით ადანაშაულებს კიშინიოვს „ანტირუსულ ისტერიაში“ და უარყოფს, რომ არჩევნებსა თუ შიდა პოლიტიკაში ჩარევას ცდილობს.
არჩევნებამდე ორი დღით ადრე კი ხელისუფლებამ არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა ორ პრორუსულ პარტიას, „მოლდოვის გულსა“ და „დიად მოლდოვას“ (Moldova Mare) [აკრძალვის მიუხედავად, ამომრჩეველს კვლავ შეუძლია „დიადი მოლდოვის“ შემოხაზვა საარჩევნო ბიულეტენებში].
ამის საფუძველი, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიის განცხადებით, უკანონო დაფინანსების წყაროები და უცხოური სახსრების უკანონოდ გამოყენება გახდა.
„არჩევნების შედეგები განსაზღვრავს, მოვახერხებთ თუ არა ჩვენი დემოკრატიის კონსოლიდაციას და შევუერთდებით ევროკავშირს, თუ რუსეთი კვლავ „ნაცრისფერ ზონაში“ დაგვაბრუნებს“, - აცხადებს პრეზიდენტი მაია სანდუ.
სიახლეები
- ,,სააკაშვილის ფაქტორის ექსპლოატაციის გარდა, დიდი ხანია „ნაცმოძრაობამ“ არაფერი იცის, არც გაუკეთებია და არც შეუძლია"- ნიკა გვარამია
- ,,მიშა არა მხოლოდ სუსტი, არამედ გაფარჩაკებული ნარცისია"- თამარ ჩერგოლეიშვილი
- ,,საქართველოში ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს, ლტოლვილსა და მათ შთამომავალს აქვს უფლება დაუბრუნდეს საკუთარ სახლს"-ანალენა ბერბოკი
- ,,მადლობას ვუხდით ყველა სახელმწიფოს, რომელიც დადგა საქართველოს გვერდით და მხარი დაუჭირა დევნილთა უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლებას"- მაკა ბოჭორიშვილი
- გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“ რეზოლუცია მიიღო