მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს ჩატარდა, ამომრჩეველთა აქტივობა 52,2% იყო
ხმების 99,87%-ის შეჯამების შედეგად, „მოქმედების და სოლიდარობის პარტიის“ მხარდაჭერის პროცენტული მაჩვენებელი 50,15%-მდე გაიზარდა, ხოლო „პატრიოტული ბლოკის“ 24,19%-მდე შემცირდა.
ჯერ კიდევ გასულ ღამით დოდონი მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან მივიდა და განაცხადა, რომ თუ „მოქმედების და სოლიდარობის პარტიას“ უმრავლესობა ექნება, არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ აღიარებენ და გაყალბების წინააღმდეგ ორშაბათს, 29 სექტემბერს პარლამენტთან საპროტესტო აქციას გამართავენ.
მოლდოვის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგებით, 8 მანდატი ექნება ბლოკს „ალტერნატივა“, რომელიც თავს პროევროპულს უწოდებს, თუმცა მის შემადგენლობაში არიან წარსულში პრორუსულად განწყობილი პოლიტიკოსები.
6-6 მანდატი ერგოთ პოპულისტურ „ჩვენს პარტიას“ და ნაციონალურ-კონსერვატიულ პარტიას „სახლის დემოკრატია“, რომელიც მოლდოვის და რუმინეთის გაერთიანებას ემხრობა.
მოლდოვაში საპარლამენტო არჩევნები 28 სექტემბერს ჩატარდა. ამომრჩეველთა აქტივობა 52,2% იყო.
პოლიტიკური პარტიებისთვის საარჩევნო ბარიერი 5%-ია, ხოლო ბლოკებისთვის - 7%.
უმრავლესობის შენარჩუნება „მოქმედების და სოლიდარობის პარტიას“ საშუალებას მისცემს, განაგრძოს ევროკავშირში გაწევრებისკენ მიმართული პოლიტიკა. ევროკავშირმა მოლდოვასთან მოლაპარაკებები 2025 წლის ივნისში გახსნა.
წინა, 2021 წლის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შედეგად „მოქმედების და სოლიდარობის პარტიას“ 61 მანდატი ჰქონდა.
მოლდოვის პროევროპულმა ხელისუფლებამ რუსეთი არაერთხელ დაადანაშაულა არჩევნებში ჩარევისა და დესტაბილიზაციის მცდელობაში. მოსკოვი ამას უარყოფს.
საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალეს არაერთ პრორუსულ პარტიას. არჩევნებში რუსეთის ჩარევის საფრთხის გამო მოლდოვის პოლიციამ, პროკურატურამ და უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებები სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რომელიც რუსეთის მხარდაჭერით არეულობებისა და დესტაბილიზაციის მომზადებას ეხება. დაკავებულია ათეულობით პირი.
სიახლეები
- ,,ამჯერად ციხე მთლიანად გავსებული დამხვდა - ბევრად მეტი ბადრაგი დამყვება ვიდრე ადრე"- მიხეილ სააკაშვილი
- „ოცნების“ დეპუტატის მობილურის გადაღების გამო „ფორმულის“ ჟურნალისტს აკრედიტაცია შეუჩერეს
- გიორგი გახარიას სასამართლო პროცესზე ჩართვის სურვილი აქვს
- სამართალდამცველებმა არასრულწლოვნის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობისა და ყაჩაღობის ბრალდებით წარსულში ნასამართლევი პირები დააკავეს
- ქვემო ქართლის პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებით დაემუქრა