ამ გვერდის ამობედვა

მსხვერპლი მოჰყვა მიჩიგანის შტატში ეკლესიაზე თავდასხმას

4 ადამიანი დაიღუპა და 8 დაშავდა ამერიკის მიჩიგანის შტატში „უკანასკნელი დღის წმინდანთა ეკლესიის“ (მორმონები) სამლოცველოზე თავდასხმის შედეგად.

 თავდასხმა კვირას, 28 სექტემბერს მოხდა ქალაქ გრანდ-ბლანკში. ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შეიარაღებულმა მამაკაცმა სამლოცველოს ფასადი ავტომობილით შეანგრია, შემდეგ სროლა დაიწყო და განზრახ გააჩინა ხანძარი, რომელმაც მთელი შენობა მოიცვა. თავდასხმის დროს საკვირაო წირვა მიმდინარეობდა.

პოლიციის ინფორმაციით, თავდამსხმელი მოკლულია სამართალდამცავების საპასუხო სროლის შედეგად.

გამოძიების თანახმად, თავდამსხმელი 40 წლის ტომას ჯეიკობ სენფორდია. ის ახლომდებარე ქალაქ ბერტონის მცხოვრები იყო. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ში დაწერა, რომ ეს იყო „ქრისტიანებზე მორიგი მიზანმიმართული თავდასხმა“. ტრამპის განცხადებით, საჭიროა, რომ ქვეყანაში „ძალადობის ეპიდემია“ დაუყოვნებლივ შეწყდეს.

წაკითხვა 92 ჯერ განახლდა განახლდა სექტემბერი 29 2025

სიახლეები