"რუსეთი „ქაღალდის ვეფხვი“ არ არის - ჩვენ ვებრძვით მთელ ნატო-ს და წინ მივდივართ, ეს „ქაღალდის ვეფხვია“?"- ვლადიმერ პუტინი
რუსეთს არ შეიძლება „ქაღალდის ვეფხვი“ ვუწოდოთ, რადგან ის, ფაქტობრივად, მთელ ნატო-ს ებრძვის და თავდაჯერებულად გრძნობს თავს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.
„ქაღალდის ვეფხვი. მე უკვე ვთქვი, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში რუსეთი ებრძვის არა უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ან უკრაინას, არამედ. პრაქტიკულად. ნატო-ს ყველა ქვეყანას. თუ ჩვენ ვებრძვით მთელ ნატო-ს ბლოკს და წინ მივდივართ, თავდაჯერებულად ვგრძნობთ თავს, ეს ქაღალდის ვეფხვია? მაშინ რა არის თავად ნატო? რას წარმოადგენს ის?“ - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
მისი თქმით, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ რუსეთი თავდაჯერებული იყოს. „და ჩვენ თავდაჯარებულები ვართ“, - აღნიშნა პუტინმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუსეთი „ქაღალდის ვეფხვს“ შეადარა. მან სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთს დიდი ეკონომიკური პრობლემები აქვს, უკრაინა კი ისეთ პოზიციაშია, რომ - იბრძოლოს და დაიბრუნოს თავდაპირველ ფორმაში მთელი უკრაინა“.
სიახლეები
- "ბავშვების გადარჩენა ზედმეტად ეძვირათ'"- ნიკა გვარამია
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 22 აპრილიდან
- 28 აპრილს საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა გაიმართება, სადაც სამი საპატრიარქო კანდიდატი დასახელდება
- გელა გელაძე სუს-ის უფროსად ინიშნება
- "დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი მსოფლიოში არ არსებობს"- მიხეილ სარჯველაძე