ტრამპს გარკვეულწილად მიღებული აქვს უკრაინისთვის Tomahawk-ების გადაცემის გადაწყვეტილება
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გარკვეულწილად მიღებული აქვს გადაწყვეტილება უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედების ფრთოსანი რაკეტების, Tomahawk-ის გადაცემის შესახებ.
ტრამპმა ამ შინაარსის პასუხი გასცა ჟურნალისტების შეკითხვას 6 ოქტომბერს, თეთრ სახლში.
ამასთან, შეერთებული შტატების პრეზიდენტს სურს იცოდეს, კონკრეტულად რისთვის გამოიყენებენ უკრაინელები ამ რაკეტებს, საით მიმართავენ და ეს შეკითხვა უნდა დასვას. ტრამპმა დასძინა, რომ ესკალაცია არ სურს.
ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის სესიის ფარგლებში აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის 23 სექტემბერს გამართული შეხვედრის შემდეგ მედიით გავრცელდა ცნობები, რომ ზელენსკიმ ტრამპს სთხოვა შორ მანძილზე (2500კმ) მოქმედების ამერიკული ფრთოსანი რაკეტები Tomahawk.
შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა განაცხადა, რომ ეს საკითხი განიხილება და საბოლოო გადაწყვეტილება პრეზიდენტმა უნდა მიიღოს.
რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინის მიერ ამერიკელების დახმარებით ამ რაკეტების გამოყენება დააზიანებს შეერთებულ შტატებთან ურთიერთობას, სადაც გვირაბის ბოლოს რაღაც სინათლე გამოიკვეთა.
პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ დონალდ ტრამპი მუდმივად აკრიტიკებდა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას უკრაინის მასშტაბური სამხედრო დახმარების გამო, თავად ეს დახმარება შეაჩერა, აცხადებდა, რომ ომი მოლაპარაკებების გზით უნდა დასრულდეს და დადებითად მოიხსენიებდა რუსეთის პრეზიდენტ პუტინს.
შეერთებულმა შტატებმა მოლაპარაკებების შედეგად ვერ მიაღწია უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას, რასაც კიევი ჯერ კიდევ 2025 წლის გაზაფხულზე დასთანხმდა.
2025 წლის 14 ივლისს, ვაშინგტონში ნატოს გენერალურ მდივან მარკ რიუტესთან შეხვედრისას პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაცხადა, რომ ნატოს წევრი ევროპული ქვეყნები უკრაინისთვის ამერიკულ იარაღს შეიძენენ.
ბოლო პერიოდში ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ პუტინით იმედგაცრუებულია და მან უღალატა.
სიახლეები
- “ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი ზაჰესის იზოლატორშია გადაყვანილი - მის სახლთან 100-მდე საპოლიციო ძალა იყო, ჩაატარეს ჩხრეკა, თუმცა, მისთვის დაკავების საფუძვლები ცნობილი არ არის - მასთან კითხვები შეეხებოდა ათონელზე მიმდინარე პროცესებს” - ადვოკატი
- “დღესაც გამოვდივართ და ვამბობთ, რომ მზად ვართ ევროკავშირთან მოლაპარაკებებისთვის, გადავტვირთოთ ურთიერთობები – მნიშვნელოვანია, რომ იყოს მეგობრობაც და არა ისე, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა და მოდი გავსრისოთ” - კახა კალაძე
- “ნანა სანდერი გახლავთ ერთ-ერთი ორგანიზატორი, „პოსტებში“ მოუწოდებს საზოგადოებას, გამართონ „უმოწყალო ცემა-ტყეპა“, „რევოლუცია“, „დიდგორი 2“ - პროკურორი
- ქვეყნის მასშტაბით, სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
- პოლიციამ თბილისში მომხდარი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი