"ამერიკელები გარკვეული პერიოდის განმავლობაში მზად იყვნენ, გადაეხაზათ ყველაფერი, რაც უკრაინის მხარდაჭერას უკავშირდებოდა, ბაიდენმა ზელენსკიზე თქვა, რომ ის შემაწუხებელია"
მემუარების თანახმად, ბაიდენმა ზელენსკი 2023 წლის ივნისში, ნატო-ს სამიტზე მიიწვია, რომლის დაწყებამდეც უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების პერსპექტივასთან დაკავშირებით მკაფიო ფორმულირება მოითხოვა.
სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ ამ სიტუაციამ ბაიდენი ძალიან გააღიზიანა.
ყოფილმა გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ საბოლოო დეკლარაციაში უკრაინასთან დაკავშირებული პუნქტები წინასწარ იყო შეთანხმებული უკრაინულ მხარესთან.
„სწორედ ამიტომ, სამიტის პირველ დღეს მომხდარი მოვლენა გაგვიკვირდა. ვილნიუსში მიმავალმა ზელენსკიმ ტვიტი გამოაქვეყნა, სადაც მკვეთრად აკრიტიკებდა ნატო-ს. მან „აბსურდული“ უწოდა იმას, რომ ალიანსმა არ წარმოადგინა გრაფიკი არც უკრაინის ნატო-ში მოწვევისა და არც მისი წევრობისთვის“, – აღნიშნულია მემუარებში.
სტოლტენბერგი წერს, რომ ამერიკელები გაღიზიანებული იყვნენ და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მზად იყვნენ, გადაეხაზათ ყველაფერი, რაც უკრაინის მხარდაჭერას უკავშირდებოდა.
„ბაიდენი, რომელიც ჩემს გვერდით იჯდა, დაიხარა და თქვა: „როგორც ამერიკაში ამბობენ, ის შემაწუხებელია”, – წერს სტოლტენბერგი.
მოგვიანებით ზელენსკიმ ნატო უმოქმედობაში დაადანაშაულა და სამხედრო დახმარების გაზრდა მოითხოვა.
სტოლტენბერგის თქმით, სწორედ მან უბიძგა ზელენსკის რუსეთთან მოლაპარაკებისკენ და ფრონტის ხაზზე ომის დასრულებაზე დათანხმებისკენ.
„როდესაც პირველად მივანიშნე უკრაინაში ომის „ფინური გადაწყვეტის“ შესახებ, ზელენსკიმ კატეგორიულად უარყო ნებისმიერი ტერიტორიის დათმობის იდეა. თუმცა, დროთა განმავლობაში, ის ამ იდეას ნაკლებად უარყოფდა და პირობა წამოაყენა – ნატო-ში წევრობის სანაცვლოდ“, – წერს იენს სტოლტენბერგი.
სიახლეები
- "მჯერა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ ჩვენც და აუცილებლად გაიმარჯვებს ვენესუელაც" - მიხეილ სააკაშვილი
- "ევროკავშირში საუბარია კატასტროფულ მოვლენაზე, როგორიც არის არასრულწლოვანი ბავშვების მიერ სქესის შეცვლა, იმედია, ეს ტენდენციები შეჩერდება" - ირაკლი კობახიძე
- "შეშფოთებული ვარ დაძაბულობისა და ძალადობის გამო, რომელიც საქართველოში ადგილობრივ არჩევნებს მოჰყვა" - ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში
- "ადამიანები გაწირეს ციხისთვის, ახლა ზოგი მიმალულია, ზოგი პასუხისმგებლობას გაურბის, ზოგი საერთოდ დასასვენებლად წავიდა" - ირაკლი კობახიძე
- "ია დარახველიძის და სხვათა პატიმრობაში ისაა დამნაშავე, ვინც ეს ადამიანები დაარწმუნა, რომ ოთხში იწყებდნენ და ოთხში ამთავრებდნენ"