ამ გვერდის ამობედვა

დონალდ ტრამპი ისრაელშია

 აშშ-ის პრეზიდენტის თვითმფრინავი თელ-ავივის აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. მას ბორტთან ისრაელის პრემიერმინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ და პრეზიდენტი, ისააკ ჰერცოგი დახვდნენ.

 აშშ-ის პრეზიდენტი ისრაელში მძევლების გათავისუფლების პროცესის პარალელურად ჩავიდა. მისი შუამავლობით გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, ჰამასი ტყვეობაში მყოფ 20 მოქალაქეს გაათავისუფლებს. ამ დროისათვის 7 გათავისუფლებული წითელი ჯვრის ორგანიზაციას გადაეცა, ისინი სამხრეთ ისრაელის ბაზისკენ მიჰყავთ, სადაც ოჯახებს შეხვდებიან.

ისრაელში აშშ-ის ელჩმა, მაიკ ჰაკაბიმ, განაცხადა, რომ „სიურეალისტურია“ აქ ყოფნა, როდესაც დღეს დილით მძევლების პირველი ჯგუფი გაათავისუფლეს.

„ეს ისეთი მომენტია, როგორიც მთვარეზე დაშვებაა, როდესაც დრო იყინება, როდესაც ამ ისტორიულ მომენტს ვუყურებთ“, – თქვა მან X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.

როგორც ცნობილია, პრემიერ-მინისტრი ტრამპს ქნესეთში, მის ოფისში შეხვდება, რის შემდეგაც ისინი მძევლების ოჯახებს შეხვდებიან. მედის ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ ტრამპი მოკლე ვიზიტის დროს ქნესეთის წევრებს სიტყვით მიმართავს.

ტრამპის ვიზიტი, სავარაუდოდ, ოთხ საათამდე გაგრძელდება, რაც მას დიპლომატიურ ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მოკლე ვიზიტად აქცევს.

წაკითხვა 69 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 13 2025

სიახლეები