“პრეზიდენტმა ტრამპმა აჩვენა, რომ შეუძლია კრიზისის მართვა ახლო აღმოსავლეთში, იმედი მაქვს, ჩვენც მსგავს წარმატებას მივაღწევთ უკრაინისთვის” - ზელენსკი
ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა. ეს ძალიან რთულია. ჩვენ გვინდა ეს, პუტინს არ უნდა, ამიტომ, გვჭირდება ზეწოლა მასზე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ, თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან შეხვედრისას განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინელი ხალხისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი უსაფრთხოების გარანტიებია.
„პირველ რიგში, მე ვფიქრობ, ჩვენ უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ. შემდეგ, ჩვენ გვჭირდება ცეცხლის შეწყვეტა. ხედავთ ახლო აღმოსავლეთში რამდენად რთულია ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნება, ყველგან, ყოველ ომში. ეს ძალიან რთულია. ჩვენ გვინდა ეს, პუტინს არ უნდა, ამიტომ, გვჭირდება ზეწოლა მასზე. ჩვენ მზად ვართ, ვისაუბროთ ნებისმიერ ფორმატში – ორმხრივ, სამმხრივ, არ აქვს მნიშვნელობა. მთავარია მშვიდობა. მოკავშირეების გადასაწყვეტია, სად ვიქნებით, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი რამ უკრაინის ხალხისთვის, რომლებიც ყოველდღე თავდასხმების ქვეშ არიან, არის ნამდვილად უსაფრთხოების გარანტიები. ნატო საუკეთესოა, მაგრამ იარაღი ძალიან მნიშვნელოვანია. მოკავშირეები, რომ ჩვენს მხარეს არიან, ძალიან მნიშვნელოვანია“.
მისივე თქმით, პრეზიდენტმა ტრამპმა ნამდვილად აჩვენა, რომ მას შეუძლია კრიზისის მართვა.
„პრეზიდენტ ტრამპს აქვს დიდი შანსი, ახლა დაასრულოს ეს ომი. პრეზიდენტ ბაიდენი ახლა პრეზიდენტი არ არის, ამიტომ, მას არ აქვს შანსი, დაასრულოს ეს ომი. პრეზიდენტმა ტრამპმა ნამდვილად აჩვენა, რომ მას შეუძლია კრიზისის მართვა ახლო აღმოსავლეთში და ამიტომ, იმედი მაქვს, რომ ის ამას გააკეთებს და ჩვენც მსგავს წარმატებას მივაღწევთ უკრაინისთვის“.
სიახლეები
- ,,კახა, ნუ ნერვიულობ, ჩვენ ხალხთან მისვლა არ გვიჭირს"- გიორგი ვაშაძე
- ,,კახა, ნუ ნერვიულობ, ჩვენ ხალხთან მისვლა არ გვიჭირს"- გიორგი ვაშაძე
- „დიუშენის განკურნებაზე პრეტენზიის მქონე მედიკამენტი დღეს მსოფლიოში არ არსებობს“- მიხეილ სარჯველაძე
- „ოპოზიციის ალიანსში“ შემავალი 8 პარტია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის განცხადება, ალიანსის პრინციპებს ეწინააღმდეგება
- ,,ახლა ბლაჟევიჩი ატრენინგებს ოპოზიციის წარმომადგენლებს, იმისთვის, რომ ქვეყანაში მორიგი რევოლუცია დაგეგმონ"- ლევან მაჭავარიანი