ამ გვერდის ამობედვა

ინდოეთში სამგზავრო ავტობუსში ხანძარი გაჩნდა – დაიღუპა, სულ მცირე, 25 ადამიანი

სამხრეთ ინდოეთში, სამგზავრო ავტობუსში გაჩენილი ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 25 ადამიანი დაიღუპა. პოლიციის ინფორმაციით, ავტობუსში ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც მას მოტოციკლი შეეჯახა.

მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულებიც.

 

პოლიციის ინფორმაციით, შეჯახების შემდეგ ავტობუსი მალევე აალდა და რამდენიმე წუთში სრულად დაიწვა. მათვე განმარტებით, ზოგიერთმა მგზავრმა შუშის ჩამსხვრევა და ავტობუსიდან გამოსვლა შეძლო, მგზავრების დიდი ნაწილი კი დახმარების მოსვლამდე ცოცხლად დაიწვა.

 

მედიის ცნობით, შემთხვევის დროს ავტობუსში 44 მგზავრი იმყოფებოდა.

წაკითხვა 90 ჯერ განახლდა განახლდა ოქტომბერი 25 2025