აფეთქება მოხდა რუსეთის ერთ-ერთი მსხვილი ნავთობქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე
4 ნოემბერს, გამთენიისას აფეთქება მოხდა რუსეთის ბაშკირეთის რესპუბლიკის ქალაქ სტერლითამაქში მდებარე ნავთობქიმიური ქარხნის ტერიტორიაზე.
ქალაქის ადმინისტრაციის ტელეგრამ-არხზე დილის ექვსი საათისთვის გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ აფეთქების შედეგად ნაწილობრივ ჩამოინგრა ქარხნის წყლის გამწმენდი საამქრო, სადაც ხუთი ადამიანი მუშაობდა. ადმინისტრაციის თანახმად, არავინ დაშავებულა. ქალაქის ადმინისტრაციას აფეთქების გამომწვევი მიზეზი არ დაუსახელებია.
დაახლოებით ორ საათში ბაშკირეთის რესპუბლიკის მეთაურმა რადიი ხაბიროვმა ტელეგრამზე დაწერა, რომ სტერლითამაქის ნავთობქიმიურ ქარხანაზე იყო „ტერორისტული შეტევა ორი უპილოტო საფრენი აპარატით“, რომლებიც „თავდაცვის სამინისტროს და ქარხნის უსაფრთხოების სამსახურის ძალებით ჩამოაგდეს“ და მათი „ნამსხვრევები ჩამოცვივდა დამხმარე საამქროს რაიონში“.
ბაშკირეთის რესპუბლიკაში ორი უკრაინული დრონის განადგურების შესახებ განაცხადა რუსეთის თავდაცვის სამინისტრომაც.
სტერლითამაქის ნავთობქიმიური ქარხანა აწარმოებს სხვადასხვა პროდუქციას, მათ შორის საავიაციო ბენზინს. ბაშკირეთის რესპუბლიკის ამ ქალაქში მდებარეობს ქიმიური და ნავთობქიმიური პროდუქციის მწარმოებელი რამდენიმე მსხვილი ქარხანა.
სიახლეები
- სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით სამთავრობო საკოორდინაციო კომისია შეიქმნა
- ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმი დღეიდან ამოქმედდა
- ლატვიამ რუსეთის საზღვართან 280 კილომეტრიანი ღობე აღმართა
- ,,მინდა, ვთხოვო 5 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს – ნუ დაელოდებით მაღალი სიცხის 3-4 დღიან პერიოდს"- ივანე ჩხაიძე
- ნარკოდანაშაულის ბრალდებით ცხრა პირი დააკავეს