ფილიპინებში ტაიფუნ „კალმაეგის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 116-მდე გაიზარდა
ფილიპინებში, ტაიფუნ „კალმაეგის“ შედეგად დაღუპულთა რიცხვი 116-მდე გაიზარდა, ათობით პირი კი, დაკარგულად ითვლება.
„კალმაეგი“ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ფილიპინებზე ყველაზე მომაკვდინებელი შტორმი გახდა.
ფართომასშტაბიანმა წყალდიდობამ სახლები დატბორა.
ამასთან, ტაიფუნმა, რომელსაც ადგილობრივები „ტინოს“ სახელით იცნობენ, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანის იძულებით გადასახლება გამოიწვია.
კატასტროფების რეაგირების სამსახურის ცნობით, ყველაზე მეტი მსხვერპლი სებუს ცენტრალურ პროვინციაში დაფიქსირდა, რომელიც ჯერ კიდევ ებრძვის ბოლოდროინდელ მიწისძვრას და რომელსაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა.
დაღუპულებს შორის ექვსი სამხედრო მოსამსახურეა, რომლებიც კუნძულ მინდანოზე ჰუმანიტარულ მისიაში მონაწილეობდნენ, რა დროსაც მათი ვერტმფრენი ჩამოვარდა.
სიახლეები
- ,,მივიღეთ გადაწყვეტილება გადავავადოთ 4 წლის ვადით" – ირაკლი კობახიძე
- საქართველოდან უცხო ქვეყნის 97 მოქალაქე გააძევეს
- ,,აი, შეხედეთ მეუფე შიოს პიროვნულად, გარეგნულად, რამდენად მშვენიერია…”- მეუფე საბა
- ,, გადმოგცემთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის ლოცვა-კურთხევას - ძალიან რთულია, ამ სიტყვების გარეშე ქადაგებით მოგმართოთ''- მეუფე შიო
- ,,მთელი ცივილიზაცია ამაღამ მოკვდება და ვეღარასდროს დაბრუნდება'' - დონალდ ტრამპი ირანთან დაკავშირებით