,,ტრამპი დასავლეთში ერთადერთია, ვისაც უკრაინის კრიზისის ძირეული მიზეზები ესმის"- სერგეი ლავროვი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ერთადერთი დასავლელი ლიდერია, რომელმაც, რუსეთის შეფასებით, უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტის ძირითადი მიზეზების გააზრება დაიწყო.
,,ტრამპი ერთადერთი დასავლელი ლიდერია, რომელმაც დაიწყო იმ მიზეზების გაგება, რამაც უკრაინაში ომი გარდაუვალი გახადა”,- განაცხადა მინისტრმა.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს პოზიცია მკვეთრად განსხვავდება დასავლელი ლიდერების უმრავლესობის მიდგომისგან და მისივე თქმით, მოსკოვი ამას აფასებს.
როგორც მედია აღნიშნავს, რუსულ მხარეს ხაზგასმით არ უთქვამს, რომ ტრამპის განცხადებები რუსეთის პოზიციას სრულად ემთხვევა, თუმცა აღნიშნა, რომ მსგავსი შეფასებები კონფლიქტის მიზეზებზე ყურადღების გამახვილებას ხელს უწყობს.
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში