,,უკრაინის სამხედრო საჭიროებების დაფინანსების შესახებ რაიმე გადაწყვეტილებას არანაირ გარემოებაში არ დავუჭერ მხარს"- ფიცო
ევროკომისიის წინადადებას არანაირ გარემოებებში არ დავუჭერ მხარს,- ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო აცხადებს.
ევროკომისიის წინადადება, რომელზეც ფიცო საუბრობს, გაყინული რუსული აქტივების გამოყენებით, უკრაინისთვის რეპარაციული სესხის გამოყოფას შეეხება.
ფიცომ ამის შესახებ ოფიციალური წერილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, ანტონიო კოშტას უკვე გაუგზავნა.
,,ნათლად და ცალსახად გამოვხატავ ჩემს პოზიციას უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტთან დაკავშირებით. ამ კონფლიქტს სამხედრო გადაწყვეტა არ აქვს. კონფლიქტთან დაკავშირებით ევროკავშირის სტრატეგია არასწორი და არაეფექტურია. არანაირ გარემოებაში არ დავუჭერ მხარს უკრაინის სამხედრო საჭიროებების დაფინანსების შესახებ რაიმე გადაწყვეტილებას. ამავდროულად, პატივს ვცემ ევროკავშირის თითოეული წევრი სახელმწიფოს სუვერენულ უფლებას, მიიღოს გადაწყვეტილებები ამ საკითხთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ფიცომ.
სიახლეები
- საქართველოს მასშტაბით ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში, 21 და 22 მარტს, სამგლოვიარო ზარებს დარეკავენ
- უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი გარდაიცვალა
- ,,შორს არ არის ის დღე, როცა უწმინდესის კანონიზაციის საკითხს დავაყენებთ"- მეუფე ნიკოლოზი
- ,,საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც აკმაყოფილებენ B1/B2 ვიზის მოთხოვნებს, 15 000-მდე აშშ დოლარის ოდენობის დეპოზიტის გადახდა დაეკისრებათ” – აშშ-ის საელჩო
- სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის დაკრძალვას მსოფლიო პატრიარქი, ბართლომე დაესწრება