რუსეთის ჯარებმა კიევს ისევ დაარტყეს
რუსეთის ჯარებმა რაკეტებითა და დრონებით მასირებული იერიში მიიტანეს უკრაინის დედაქალაქ კიევზე. შეტევა შუაღამის შემდეგ დაიწყო. ადგილობრივი ხელისუფლება დაშავებულებისა და სახლების დაზიანების შესახებ იუწყება.
რუსეთის ჯარებმა კიევზე მორიგი შეტევა მიიტანეს აშშ-ის, უკრაინის და რუსეთის მოლაპარაკების მორიგი რაუნდის წინ.
მანამდე, რამდენიმე დღის განმავლობაში დარტყმები შეჩერებული იყო მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტს სთხოვა, ძლიერი სიცივის გამო ერთი კვირით შეეწყვიტათ კიევზე და სხვა ქალაქებზე შეტევა.
კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ტიმურ ტკაჩენკოს ტელეგრამ-არხზე დღეს,
3 თებერვალს დილით კიევის პოლიციამ განაცხადა, რომ დაშავებულია 5 ადამიანი.
კიევის ნაწილს ისევ შეუწყდა გათბობით მომარაგება, რომელიც თითქმის სრულად იყო აღდგენილი რუსეთის ჯარების მხრიდან ენერგოობიექტებზე იანვარში განხორციელებული დარტყმების შემდეგ.
გასულ ღამით კიევში ჰაერის ტემპერატურა მინუს 20-21 გრადუსი იყო.
ტკაჩენკოს ცნობით, კიევის ხუთ რაიონში დაზიანებულია ოთხი მრავალბინიანი სახლი, არასაცხოვრებელი შენობა, საბავშვო ბაღი და ავტოგასამართი სადგური.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით, 3 თებერვლის დილის მდგომარეობით, დედაქალაქში, ძირითადად, დარნიცის და დნეპრის რაიონებში გათბობის გარეშეა 1170 მრავალბინიანი სახლი.
სიახლეები
- დაკავებულია „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 45 პირი
- მეცნიერებმა კიბოს ყველაზე აგრესიული ტიპის კვლევაში მნიშვნელოვანი შედეგები მიიღეს
- აჭარაში პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 55 შეკვრა ნარკოტიკი ამოიღო
- მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უცხო ქვეყნის 57 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს
- ,,ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა თანხმობა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის ყიდვას შეწყვეტს და უფრო მეტს შეიძენს აშშ-სგან"- დონალდ ტრამპი