ნობელის პრემიის ირანელ ლაურეატს დამატებითი სასჯელის სახით თავისუფლების შვიდი წლითა და ექვსი თვით აღკვეთა მიუსაჯეს
მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატს, ნარგეს მოჰამადის, ირანის სასამართლომ თავისუფლების შვიდი წლითა და ექვსი თვით აღკვეთა მიუსაჯა, - ამის შესახებ მისმა ადვოკატმა მოსტაფა ნილიმ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, მოჰამადი ქალაქ მაშჰადის სასამართლომ ექვსი წელი „შეკრებისა და შეთქმულებისთვის“ მიუსაჯა, ერთი წელი და ექვსი თვე კი - „პროპაგანდისტული საქმიანობისთვის“.
ნილის თქმით, ნარგეს მოჰამადს ასევე აეკრძალა ქვეყნის დატოვება ორი წლით და აღმოსავლეთ ხუსფის რეგიონში ორი წლით გადასახლება მიესაჯა.
ირანის ხელისუფლების ცნობით, მოჰამადი დეკემბერში „პროვოკაციული განცხადებებისთვის“ დააკავეს. მისი ოჯახის თქმით, ის დაკავების დროს ცემის შემდეგ დაშავდა, რის გამოც, საავადმყოფოში გადაიყვანეს.
53 წლის ნარგეს მოჰამადი მშვიდობის დარგში ნობელის 2023 წლის პრემიის ლაურეატი ირანში ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გახდა.
ის 2021 წლიდან 13 წლიან სასჯელს იხდის „სახელმწიფოს წინააღმდეგ პროპაგანდისტული საქმიანობისთვის“ და „სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ შეთქმულებისთვის“. აქტივისტი 2024 წლის დეკემბერში სამედიცინო მიზეზების გამო დროებით, სამი კვირით, გაათავისუფლეს თეირანის ცნობილი ევინის ციხიდან, თუმცა დეკემბერშივე დააკავეს გარდაცვლილი ადვოკატის, ხოსრო ალიკორდის, ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაკეთებული განცხადებებისთვის.
სიახლეები
- ,,სისხლიანი რეჟიმის შემოქმედები გამოდიან და საუბრობენ, რომ სურთ ხელისუფლებაში დაბრუნება"- შალვა პაპუაშვილი
- პროკურატურამ 16 საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი გულგრილობისა და ყალბი დოკუმენტის დამზადება-გამოყენების ფაქტებზე 9 პირს ბრალდება წარუდგინა
- ,,ძლიერმა პოლიტიკამ და საზოგადოების მზარდმა ნდობამ რწმენა განამტკიცა ქართული ფულადი ერთეულის – ლარისადმი"- ირაკლი კობახიძე
- ,,ბრიტანეთიც იზიარებს იმ შეშფოთებას, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ საქართველო მათ სხვა მიზნით სჭირდებათ"- გიორგი ვოლსკი
- ახალშობილი, რომელიც ბათუმში, სანიტარმა კლინიკის საპირფარეშოში გააჩინა, შემდეგ კი დაზიანებები მიაყენა, გარდაიცვალა