ამ გვერდის ამობედვა

"ირანელებს მოლაპარაკებები სურთ, მე ვუთხარი: „უკვე გვიანია“ - დონალდ ტრამპი

ირანს მოლაპარაკებები სურს - უკვე გვიანია , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი წერს.

„მათი საჰაერო თავდაცვა, საჰაერო ძალები, საზღვაო ფლოტი და ხელმძღვანელობა აღარ არის. მათ მოლაპარაკებები სურთ. მე ვუთხარი: „უკვე გვიანია“!“, - წერს ტრამპი.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გუშინ განაცხადა, რომ ირანში ოპერაცია, სავარაუდოდ, 4-დან 5 კვირამდე გაგრძელდება.

ამასთან, ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ აშშ-ს „იარაღის შეუზღუდავი მარაგი აქვს და მზადაა დიდი გამარჯვებისთვის“.

წაკითხვა 48 ჯერ