უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი გარდაიცვალა
უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი 97 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა და საერთაშორისო მედიასაშუალებებმა გაავრცელეს.
მედიის ცნობით, სასულიერო პირს ბოლო პერიოდში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.
ფილარეტი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ფიგურად ითვლებოდა უკრაინის საეკლესიო ისტორიაში და აქტიურად მონაწილეობდა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის პროცესებში.
მედიის თანახმად, ფილარეტი დაკავშირებულია კიევის საპატრიარქოს ფორმირებასთან და ათწლეულების განმავლობაში იყო უკრაინის საეკლესიო დამოუკიდებლობის ერთ-ერთი მთავარი მხარდამჭერი.
გარდაცვალების ოფიციალური დეტალები და დაკრძალვის ცერემონიასთან დაკავშირებული ინფორმაცია ამ ეტაპზე არ გავრცელებულა.
სიახლეები
- “მრგვალი მაგიდის ფორმატში მექნება საშუალება მივმართო ევროპელ ლიდერებს” – ირაკლი კობახიძე
- ტრამპმა ირანის ახალი სამშვიდობო წინადადება უარყო
- სამართალდამცველებმა 1 კილოგრამამდე „კოკაინი“ ამოიღეს – დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე
- მსოფლიო საკრუიზო გემზე ვირუსის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი გარდაიცვალა
- პოლიტიკასლაიდერი საქართველო არის საყრდენი ქვეყანა რეგიონულ დაკავშირებადობასა და საზღვართშორის სატრანსპორტო დერეფნებში – ADB-ის წარმომადგენლობის დირექტორი საქართველოში