ამ გვერდის ამობედვა

სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია: ფაშინიანის პარტიამ წინასწარი მონაცემებით ხმების 49,81% მიიღო

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ კენჭისყრის შედეგები ყველა, 2005 საარჩევნო უბანზე დაითვალა.

წინასწარი მონაცემებით, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის მმართველმა პარტიამ “სამოქალაქო შეთანხმება” ხმების 49.81% მოიპოვა.

ცესკოს ინფორმაციით, მეორე ადგილზე ოპოზიციური ბლოკი „ძლიერი სომხეთი“ გავიდა, რომელმაც ამომრჩეველთა ხმების 23.29% მიიღო.

სომხეთის კანონმდებლობის თანახმად, პარლამენტში მოსახვედრად პარტიებმა და ბლოკებმა საარჩევნო ბარიერი უნდა გადალახონ. საბოლოო შედეგები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ყველა საჩივრისა და პროცედურის დასრულების შემდეგ გამოცხადდება.

შეგახსენებთ, საპარლამენტო არჩევნები სომხეთში 7 ივნისს ჩატარდა. მასში თექვსმეტი პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობდა.

წაკითხვა 73 ჯერ