,,ვიზალიბერალიზაციას აქვს თავისი პროცედურები, წინაპირობები"- შალვა პაპუაშვილი
,,საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააკომპლექტა ჯგუფი, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ამ შეხვედრაში. ტექნიკური ხასიათის შეხვედრაა და არა პოლიტიკური”,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა უვიზო მიმოსვლასთან დაკავშირებულ შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ვიზალიბერალიზაციას აქვს თავისი პროცედურები, წინაპირობები, სამწუხაროა, რომ ჩვენ რაც ვიხილეთ არის ის, რომ ნაცვლად ვიზალიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმებისა, მოხდა პოლიტიკური წინაპირობების გამოგონება და წამოყენება საქართველოს წინააღმდეგ.
„საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველო მიერთებოდა ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ამაზე ვამბობდით, რომ არ ვაპირებთ ჩვენი ქვეყანა დავანგრიოთ და ომის საფრთხის წინაშე დავაყენოთ. მეორე მოთხოვნა იყო, რომ საქართველომ უარი თქვას მოთხოვნაზე, რომ უცხოელებმა გამჭვირვალედ დახარჯონ ფული და ევროკავშირს სურს, რომ კვლავ ფარულად ხდებოდეს დაფინანსება საქართველოში პოლიტიკური დღის წესრიგის, როგორც ეს აქამდე ხდებოდა ბრიუსელის მხრიდან.
ვიზალიბერალიზაციას აქვს თავისი პროცედურები, წინაპირობები, სამწუხაროა, რომ ჩვენ რაც ვიხილეთ არის ის, რომ ნაცვლად ვიზალიბერალიზაციისთვის მნიშვნელოვანი კრიტერიუმებისა, მოხდა პოლიტიკური წინაპირობების გამოგონება და წამოყენება საქართველოს წინააღმდეგ, რომელიც პირდაპირ არღვევს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, რომ თავად განსაზღვროს საკუთარი სახელმწიფოს დღის წესრიგი. როგორც იტყვიან სუვერენიტეტი მარწყვზე არ იცვლება“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.
სიახლეები
- ,,ჟურნალისტის მხრიდან წესების დარღვევის პირველ ჯერზე აკრედიტაცია ერთი თვით, მეორე ჯერზე კი ერთ წლამდე ვადით შეჩერდება" – შალვა პაპუაშვილი
- საპროცესო შეთანხმება 4 ოქტომბრის მოვლენებზე ბრალდებულ კიდევ 6 პირს გაუფორმდება
- ,,ყოჩაღ გვარამიას, ამდენი იწვალა და ბოლოს მაინც გადაცმულ ,,ჩერგოდ” მომგვევლინა"- ანა წითლიძე
- ფილიპინებში ძლიერ მიწისძვრას მსხვერპლი მოჰყვა – გამოცხადდა ცუნამის გაფრთხილება
- სომხეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია: ფაშინიანის პარტიამ წინასწარი მონაცემებით ხმების 49,81% მიიღო
