BBC: კლიმატის ცვლილება ყველაზე მეტად აფრიკის კონტინენტს დააზარალებს
კლიმატის ცვლილება ყველაზე მეტად აფრიკის კონტინენტს დააზარალებს - ამ ინფორმაციას კლიმატის ექსპერტ რიჩარდ ვაშინგტონის კვლევაზე დაყრდნობით BBC ავრცელებს.
ვაშინგტონის თქმით, უმთავრესი პრობლემა, რომელიც კლიმატის ცვლილების გამო აფრიკის კონტინეტს შეექმნება, იქნება ნალექების შემცირება, რადგან აფრიკაში მილიონობით ადამიანი სასმელად წვიმის შედეგად მიღებულ წყალს იყენებს. ნალექების შემცირება კი წყლის სერიოზულ დეფიციტს შექმნის.
ამასთანავე, ვაშინგტონი აცხადებს, რომ აფრიკელ ხალხს კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლა ძალიან გაუჭირდება, რადგან რეგიონში არსებული დაბალი ეკონომიკური განვითარება და სიღარიბე მათ ადაპტაციის საშუალებას ნაკლებად აძლევს.
მეცნიერის მტკიცებით, საუკუნის ბოლომდე აფრიკის კონტინენტზე სეზონური ქარები - მუსონები და ტროპკული ქარიშხლები უფრო ძლიერი და დამანგრეველი გახდება. მას მაგალითად მოჰყავს ციკლონი „იდაი“, რომელმაც მიმდინარე წლის აპრილში მოზამბიკი, ზომბაბვე და მალავი მნიშვნელოვნად დააზარალა.
რიჩარდ ვაშინგტონი აცხადებს, რომ მსოფლიო ტემპერატურის მატება აფრიკის კონტინენტზე განსაკუთარებით მძიმედ იმოქმედებს. თუ 2100 წლამდე მსოფლიო მასშტაბით ჰაერის ტემპერატურა საშუალოდ 2 გრადუსით გაიზრდება, აფრიკის კონტინეტნზე საშუალოდ 4-5-გრადუსიანი ზრდაა ნავარაუდევი.
მეცნიერი ასევე ვარაუდობს, რომ კლიმატის ცვლილება მსოფლიოს ყველზე დიდი უდაბნოს-საჰარას კიდევ უფრო გაზრდას გამოწვევს და მის განაპირას არსებული ნაყოფიერი ტერიტორიები უდაბნოს ნაწილი გახდება, რის გამოც მილიონობით ადამიანი იძულებული გახდება გადასახლდეს.
სიახლეები
- “არ მინდა, ბრძოლის გარეშე კალაძეს თბილისი გადავაბარო - მინდა, დავარწმუნო პარტნიორები, რომ გამარჯვების ფორმულა არის ბრძოლაში” -მამუკა ხაზარაძე
- თურქეთში ყურბან-ბაირამის პირველ დღეს 14 000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა
- “ჩვენ არ ვართ ბავშვები პუტინთან ერთად სკვერში, სათამაშო მოედანზე, ის მკვლელია, რომელიც ამ სკვერში ბავშვების მოსაკლავად მოვიდა” - ვვოლოდიმირ ზელენსკი ტრამპის განცხადებაზე
- განათლების სამინისტრო - გავრცელებული ინფორმაცია, რომ ინკლუზიური განათლების სამმართველო გაუქმდა, არ შეესაბამება სიმართლეს - გაერთიანდა სტრატეგიული დაგეგმვისა და ინკლუზიური განვითარების სამმართველო
- “ოპოზიციის “გარე უფროსები” ფსონს უკვე არა “ნაციონალურ მოძრაობაზე”, არამედ “ლელოსა” და გიორგი გახარიას გუნდზე – “საქართველოსთვის” დებენ” - ლევან მაჭავარიანი