რუსეთი ნატო-ს მოუწოდებს, რუსეთის საზღვრებთან ახლოს სამხედრო წვრთნებზე უარი თქვას
რუსეთმა ნატო-ს მოუწოდა, უარი თქვას რუსეთის საზღვრებთან ახლოს სამხედრო წვრთნებზე, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე გრუშკომ „კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, მოსკოვს ყველაზე მეტად ბალტიისა და შავი ზღვის რეგიონები ადარდებს. მისივე განცხადებით, ნატო საერთოდ არ რეაგირებს ამ წინადადებაზე, რაც მათთვის „სრულიად აუხსნელია“.
„ეს ჩვენთვის სრულიად აუხსნელია, როცა თავად ალიანსი საუბრობს დეესკალაციის მნიშვნელობაზე“,- განაცხადა დიპლომატმა.
შეგახსენებთ, გავრცელებული ინფორმაციით, 2020 წელს ევროპაში აშშ-ის ყველაზე მასშტაბური წვრთნები გაიმართება. როგორც ცნობილია, წვრთნებში 20 000 ამერიკელი და 8 000 ევროპელი სამხედრო ჩაერთვება. აღსანიშნავია, რომ ბოლო 25 წლის მანძილზე, ეს აშშ-ს ყველაზე მასშტაბური წვრთნაა, რომელსაც ევროპაში განახორციელებს.
სიახლეები
- 2026 წლის იანვარი ამ 3 ზოდიაქოს ნიშნისთვის წლის საუკეთესო თვე გახდება
- "ბაჩო ახალაია დუმილის უფლებას იყენებს, რაც მიანიშნებს, რომ რაღაც უბედურება ხდებოდა" - გია ვოლსკი
- როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში
- "როგორც ჩანს, ჩერგოლეიშვილი ჩვენ წინააღმდეგ მიცემული ჩვენებით ლადო ბედუკაძესაც გაუსწრებს" - ანი ნადარეიშვილი
- "რუსეთი ახალი ზებგერითი ბალისტიკური რაკეტების განლაგებას ბელარუსში, ყოფილ ავიაბაზაზე გეგმავს" - „როიტერი“