ამ გვერდის ამობედვა

"თეთრი მტაცებელი პუტინის შავი გეგმებისთვის..." - რატომ ჩუქნის რუსეთის პრეზიდენტი "ელიტურ ფრინველებს" შეიხებს

რუ­სუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტი ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში თა­ვი­სი პარტნი­ო­რი ლი­დე­რე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით ძვი­რი­ა­ნი "ელი­ტუ­რი ფრინ­ვე­ლე­ბის" და­სა­ჩუქ­რე­ბით არის გა­ტა­ცე­ბუ­ლი.

 

novayagazeta.ru-ს ცნო­ბით, მტა­ცე­ბელ­თა ოჯა­ხის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი თეთ­რი ფალ­კო­ნი (მი­მი­ნო­სებრთა ოჯა­ხის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი), ძი­რი­თა­დად კამ­ჩატ­კა­ზე (ნა­ხე­ვარ­კუნ­ძუ­ლი რუ­სეთ­ში) ბი­ნად­რობს და წლე­ბია ბრა­კო­ნი­ე­რე­ბის სა­მიზ­ნეა.

 

"ად­გი­ლობ­რი­ვი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, მისი გა­ყიდ­ვა არა­ლე­გა­ლუ­რია, თუმ­ცა ამის მი­უ­ხე­და­ვად ეს ბიზ­ნე­სი ფარ­თოდ არის გვრცე­ლე­ბუ­ლი და მისი ბრუნ­ვა ასო­ბით მი­ლი­ონ დო­ლარს აღ­წევს. მას ძი­რი­თა­დად, ახლო ამო­სავ­ლე­თის შე­ი­ხე­ბი ყი­დუ­ლო­ბენ, სა­დაც "ელი­ტურ ფრინ­ვე­ლად" და გა­ნუ­სა­ზღვრე­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბის სიმ­ბო­ლოდ ით­ვლე­ბა. რუ­სე­თის პრე­ზი­დენ­ტის­თვის ეს რა საკ­ვირ­ვე­ლია, ცნო­ბი­ლია, სწო­რედ ამი­ტომ მან ახლო აღ­მო­სავ­ლე­თის ტურ­ნეს ფარ­გლებ­ში რამ­დე­ნი­მე თეთ­რი გი­ფალ­კო­ნი სა­უ­დის არა­ბე­თის მე­ფე­სა და აბუ-და­ბის პრინცს აჩუ­ქა, რა­საც ად­გი­ლობ­რივ ინ­ტერ­ნეტ­სივ­რცე­ში სკან­და­ლი მოჰ­ყვა. კერ­ძოდ, პუ­ტი­ნი კონ­ტრა­ბან­დი­სა და ბრა­კო­ნი­ე­რე­ბის მხარ­და­ჭე­რა­ში ამ­ხი­ლეს” - წერს გა­მო­ცე­მა.

 

ინ­ტერ­ნეტ­ში გავ­რცე­ლა ფოტო, სა­დაც ასა­ხუ­ლია, თუ რო­გორ ჩუქ­ნის პუ­ტი­ნი სა­მე­ფო ფრინ­ველს აბუ-და­ბის მემ­კვიდ­რეს, მუ­ჰა­მედ ბენ ზაიდ ალ ნა­ი­ა­ნის, რო­მე­ლიც არაბ­თა გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი სა­ე­მი­როს შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ძა­ლე­ბის მე­თა­უ­რის მო­ად­გი­ლეა. გა­მო­ცე­მის თქმით, ძვირ­ფა­სი ჯი­შის ჩი­ტით ვაჭ­რო­ბა ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა წლე­ბი­დან იღებს სა­თა­ვეს. ბრა­კო­ნი­ე­რე­ბი მუდ­მი­ვად ნა­დი­რობ­დნენ და ყიდ­დნენ მას. კამ­ჩატ­კა­ზე სომ­ხე­თი­დან, უკ­რა­ი­ნი­დან, სი­რი­ა­სა და ე.წ. სამ­ხრეთ ოსე­თი­დან ჯგუ­ფე­ბად ჩა­მო­სუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი ნა­დი­რო­ბენ.

 

ვი­თა­რე­ბა იმ­დე­ნად უკონ­ტრო­ლო გახ­და, რომ 2006 წელს მისი და­ჭე­რა და­ნა­შა­უ­ლად გა­მო­ცხად­და და ბრა­კო­ნი­ერ მო­ნა­დი­რე­ებს მი­ლი­ცია და ФСБ დევ­ნი­და, თუმ­ცა ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის და­ხამ­რე­ბით, ისი­ნი "მუ­შა­ო­ბას" მა­ინც ახერ­ხე­ბენ.

 

"თუმ­ცა, რუ­სე­თის მე­ფის­თვის ყვე­ლა­ფე­რი დაშ­ვე­ბუ­ლია და სა­ჭი­რო­ე­ბი­სას, გა­და­შე­ნე­ბამ­დე მი­სუ­ლი ფრინ­ვე­ლე­ბით პარტნი­ო­რე­ბის გუ­ლის მო­გე­ბას არც პუ­ტი­ნი ერი­დე­ბა... ამ დრო­ის­თვის, კამ­ჩატ­კა­ზე 20-მდე ბრი­გა­და ნა­დი­რობს. თი­თო­ში და­ახ­ლო­ე­ბით 10 ადა­მი­ა­ნია და ყვე­ლას თა­ვი­სი საქ­მე აქვს - ისი­ნი ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი­დან მოს­კო­ვის გავ­ლით ფი­ნანსდე­ბი­ან. ფრინ­ვე­ლებს "შუ­ა­მავ­ლებს" აძ­ლე­ვენ, მა­ნამ­დე მათ უვ­ლი­ან, კვე­ბა­ვენ, კერ­ძო სახ­ლებ­ში, ავ­ტო­ფა­რე­ხებ­სა და სხვა ად­გი­ლებ­ში მო­წყო­ბილ სახ­ლებ­ში აჩე­რე­ბენ და შემ­დეგ გა­სამ­გზავ­რებ­ლად ამ­ზა­დე­ბენ. თუმ­ცა, მა­ნამ­დე, ხან­გრძლი­ვი მგზავ­რო­ბის­თვის დიდი დო­ზით სა­ძი­ლე სა­შუ­ა­ლე­ბას ას­მე­ვენ, რათა პორ­ტებ­ში, აე­რო­პორ­ტებ­სა და ზო­გა­დად, სა­ზღვარ­ზე ჩუ­მად იყ­ვნენ.

 

მიმ­დი­ნა­რე წლის ოქ­ტომ­ბერ­ში, რუ­სულ­მა მე­დი­ამ ახლო აღ­მო­სავ­ლეთ­ში პუ­ტი­ნის ვი­ზი­ტი ფარ­თოდ გა­ა­შუ­ქა, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი ფრინ­ვე­ლი ცენ­ტრა­ლურ მე­დი­ას არ უხ­სე­ნე­ბია. მა­შინ რამ­დე­ნი­მე ოპო­ზი­ცი­ურ­მა მე­დი­ამ გაკ­ვრით და­წე­რა, რომ პუ­ტინ­მა აბუ-და­ბის კონ­ტრა­ბან­დუ­ლი სა­ჩუ­ქა­რი ჩა­უყ­ვა­ნა. პუ­ტი­ნის ად­მი­ნის­ტრა­ცია იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და, გან­მარ­ტე­ბა გა­ე­კე­თე­ბი­ნა, თით­ქოს ფრინ­ვე­ლი ვე­ლუ­რი კი არა, ინ­კუ­ბა­ტორ­ში გა­მოყ­ვა­ნი­ლი იყო.

 

"არა­და, ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ კამ­ჩატ­კა­ზე მოს­კო­ვი­დან ცნო­ბი­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი ჩაფ­რინ­და და იქ ფრინ­ვე­ლებ­ზე მო­ნა­დი­რე ბრა­კო­ნი­ე­რებს შეხ­ვდა... რაც შე­ე­ხე­ბა კრემ­ლის ვერ­სი­ას, თით­ქოს აბუ-და­ბი­ში "ში­ნა­უ­რი" ფალ­კო­ნი ჩა­იყ­ვა­ნეს, არა­სე­რი­ო­ზუ­ლია, რად­გან მსგავ­სი ფრინ­ვე­ლი იქაც ეყო­ლე­ბო­დათ... ამი­ტომ გა­ი­სარ­ჯა პუ­ტი­ნი და კრემ­ლის კა­რის ბიზ­ნეს­მე­ნი კამ­ჩატ­კა­ზე აფ­რი­ნა", - წერს novayagazeta.ru, რომ­ლის თქმი­თაც, ფაქტს ად­გი­ლობ­რი­ვი რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მის რე­დაქ­ტო­რი შუხ­რატ რა­ზა­კო­ვიც ადას­ტუ­რებს.

 

ცოტა ხან­ში ასე­ვე გა­ირ­კვა, რომ კამ­ჩატ­კა­ზე 155 ჰა ფარ­თობ­ზე, ფალ­კონ­სა­შე­ნის აშე­ნე­ბა იგეგ­მე­ბა, რო­მელ­საც თა­ვად შუხ­რატ რა­ზა­კო­ვი უხელ­მძღვა­ნე­ლებს. პრო­ექ­ტი ახლო აღ­მო­სავ­ლე­თი­დან წა­მო­სუ­ლი ფუ­ლით ფი­ნანსდე­ბა და 2021 წელს უნდა დას­რულ­დეს.

 

"სხვა თე­მაა, რა კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მე­ბი დგას პუ­ტი­ნი­სა და ახლო აღ­მო­სავ­ლე­ლი ლი­დე­რე­ბის თეთ­რი ჩი­ტე­ბის მო­შე­ნე­ბის უკან... ფაქ­ტია, რომ პუ­ტინს უფრო შავი აზ­რე­ბი აწუ­ხებს, ვიდ­რე თეთ­რი ფალ­კო­ნე­ბის მო­შე­ნე­ბაა, რად­გან ის სა­უ­დის არა­ბე­თის მმარ­თვე­ლე­ბის გუ­ლის მო­გე­ბას უსა­ფუძ­ვლოდ არ შე­ეც­დე­ბო­და, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც შავი ბაზ­რით წარ­მა­ტე­ბით სარ­გებ­ლო­ბენ და მზად არი­ან ვე­ლურ ფრინ­ველ­ში მი­ლი­ო­ნო­ბით დო­ლა­რი გა­და­ი­ხა­დონ...", - წერს რუ­სუ­ლი მე­დია.

 

https://www.ambebi.ge/

წაკითხვა 899 ჯერ

სიახლეები