ავსტრალიაში მცენარეებმა "ფერფლისგან აღდგენა" დაიწყეს
ავსტრალიის უპრეცენდენტო მასშტაბის ხანძრებმა ქვეყნის ეკოსისტემას დამანგრეველი ზიანი მიაყენა.
სექტემბრინდან მძვინვარე ხანძარს მილიარდამდე ცხოველი, ფრინველი, რეპტილია, ურიცხვი რაოდენობის ხე და სხვა ცოცხალი ორგანიზმი შეეწირა. განადგურებულია 6.3 მლნ ჰექტარი ტყის მასივი.
მიუხედავად ამისა, ზოგიერთ რეგიონში ნახანძრალ ტერიტორიებზე ახალი სიცოცხლის პირველი ნიშნები უკვე გამოჩნდა.
სამხრეთ უელსელმა ფოტოგრაფმა გადაიღო რამდენიმე ფოტო დასტურად იმისა, რომ მცენარეებმა ფერფლისგან აღდგენა დაიწყეს.
იმედის მომცემმა ფოტოებმა სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება ჰპოვა.
მეცნიერები ამბობენ, რომ ავსტრალიის ეკოსისტემას მილიონობით წლის განმავლობაში, მრავალი ზიანი მიადგა, მათ შორის ხანძრების შედეგად. შესაბამისად, მათ გამოიმუშავეს თვითგადარჩენისა და რეგენერაციის ძლიერი უნარები.
სიახლეები
- "ვეთანხმებით პრეზიდენტ ტრამპს, რომ რუსეთის „დიდი რვიანის“ ფორმატიდან გარიცხვა შეცდომა იყო“ - დიმიტრი პესკოვი
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 18 ივნისისთვის
- "მნიშვნელოვანია, ყველა სახელმწიფო ჩაუფიქრდეს, რა გააკეთოს საკუთარი უსაფრთხოებისთვის, ჩვენ შევძელით მშვიდობის შენარჩუნება" - შალვა პაპუაშვილი
- სანტექ.სერვისის ახალი ფილიალი ზუგდიდში
- 15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი