ევროკავშირი თურქეთს დახმარებას 75 პროცენტით უმცირებს
ევროკავშირი თურქეთს გაწევრიანებისთვის მოსამზადებელი დახმარების თანხას 75 პროცენტით უმცირებს, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ გერმანულ მედია სახლ Funke Mediengruppe-ზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საკითხებში ჯოზეფ ბორელმა ევროპარლამენტს წერილი გაუგზავნა, სადაც აღნიშნულია, რომ თურქეთს დახმარება სირიაში განხორციელებული სამხედრო ოპერაციისა და კვიპროსში გაზის მოპოვების მიზნით უკანონო ბურღვითი სამუშაოების გამო უმცირდება.
ბორელი აღნიშნავს, რომ ქვეყანა გაწევრიანებისთვის მოსამზადებელი დახმარების სახით მხოლოდ 168 მილიონ ევროს მიიღებს, საიდანაც 150 მილიონი ევრო დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გაძლიერებას მოხმარდება.
აღსანიშნავია, რომ შემცირება არ შეეხება 3.5 მილიარდ ევროს, რომელიც თურქეთმა ევროკავშირთან მიღწეული შეთანხმების ფარგლებში უნდა მიიღოს და რომლის სანაცვლოდან მან საკუთარი ტერიტორიიდან ევროპის მიმართულებით ლტოლვილთა უკანონო შედინება უნდა შეაჩეროს.
სიახლეები
- “საქართველოში პორნოლიბერალების წინამძღოლი! ეკლესიის ერთადერთი ქომაგი 30 წელი ლოცვის გარეშე, „უფალო შემიწყალე“ არ უთქვამს! ისე ჩამალპო ცოცხლად ციხეში!” - გოგა ხაინდრავა არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილზე
- “დღეიდან ოფიციალურად შევუდექი ქუთაისის მერის უფლებამოსილებისა და უაღრესად საპასუხისმგებლო საქმიანობის განხორციელებას” - დავით ერემეიშვილი
- “მივდივარ საპატრიარქოსთან, მაგრამ არ დავესწრები სხდომას, თუ მედია არ დაესწრება” - არქიმანდრიტი დოროთე ყურაშვილი
- რუსეთის რეგიონებში დრონებით შეტევა იყო ქიმიური და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების რაიონებში
- ყაბაყის კრემსუპი