ვლადიმირ ზელენსკი - ჩემი აზრით, პუტინს ესმის, რომ უკრაინა დიდი, დამოუკიდებელი ქვეყანაა
უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის თქმით, ის ფიქრობს, რომ მის რუს კოლეგას, ვლადიმერ პუტინს ესმის, რომ უკრაინა დიდი, დამოუკიდებელი სახელმწიფოა.
The Times of Israel-მა ზელენსკის კითხვა დაუსვა იმასთან დაკავშირებით, რომ პუტინი კვლავ ფიქრობს, რომ „უკრაინა ქვეყანა არ არის“.
„არ ვიცი რას ფიქრობს ის. ჩემთვის არ უთქვამს. მე ვფიქრობ, მას ესმის ჩემი დამოკიდებულება: უკრაინა დამოუკიდებელი ქვეყანაა. ჩვენ დიდი სახელმწიფო ვართ, ყველაზე დიდი ევროპაში. ჩემი აზრით, მას ეს ესმის. რას ფიქრობს ამაზე? ეს მხოლოდ მან იცის“,-განაცხადა ზელენსკიმ.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი