ორსულებს აშშ-ში ტურისტად აღარ შეუშვებენ - ტრამპის ახალი რეგულაცია ამუშავდა
დონალ ტრამპი ორსულების წინააღმდეგ – აშშ-ს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ რეგულაციები ამჯერად უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეებისთვის შეიმუშავა, რომლებიც ბავშვს ელოდებიან და მის გაჩენას სწორედ აშშ-ში გეგმავენ.
როგორც cnn.com იუწყება, ტრამპის ადმინისტრაციის მიერ მიღებული ახალი რეგულაციები ძალაში დღეიდან, ანუ 24 იანვრიდან შევიდა და ისინი ე.წ „სამშობიარო ტურიზმის“ წინააღმდეგაა მიმართული.
აღსანიშნავია, რომ ცნობა ახალი რეგულაციების შესახებ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების საელჩოებში უკვე დაიგზავნა. ეს ამბავი ჩვენი პლანეტის მხოლოდ 39 ქვეყანას არ შეეხო და მათ შორის უმეტესობა, ევროპული სახელმწიფოა.
ახალი წესების მიხედვით, ამერიკელ კონსულებს საელჩოებში შეუძლიათ ორსულ ქალებს უარი უთხრან ტურისტული ვიზის გაცემაზე, თუ ისინი ვერ დაამტკიცებენ, რომ მათი მიზანი შტატებში ბავშვის გაჩენა ნამდვილად არ არის.
აშშ-ის მიგრაციის შემსწავლელი ცენტრის მონაცემებით, “სამშობიარო ტურიზმის” შედეგად დაბადებული ბავშვების რაოდენობა 33 ათასს აჭარბებს.
ცნობისთვის, აშშ-ს კონსტიტუციით, თუ ბავშვი იბადება ამ ქვეყანაში, ავტომატურად ხდება შეერთებული შტატების მოქალაქე…
სიახლეები
- "ჯერ ქარტია შექმნა, შემდეგ არ გაამართლა და წინააღმდეგობის პლატფორმა შევქმნათო, ახლა 26 მაისის კომიტეტი უნდა იყოსო, ვიღაცამ უთხრას, რომ პრეზიდენტი აღარ არის" - ზარქუა - ზურაბიშვილზე
- ირაკლი კობახიძემ ხუთი ახალი რწმუნებული დანიშნა
- "26 მაისი ჩვენია! საქართველოს ყველა მოქალაქე ჩავიბარებთ 26 მაისს"- სალომე ზურაბიშვილი
- რუსეთი უპასუხებს უკრაინას მაისის სამდღიანი დროებითი ზავის დარღვევაზე
- "უკვე გაშიფრულია ეს სქემა, დადასტურებულად და ფაქტებით ვიცით, როგორ მოქმედებენ ნანული ჟორჟოლიანის და მისნაირი ფონდები" - ნინო წილოსანი