ჩინელი ექიმი, რომელმაც განგაში პირველმა ატეხა, კორონავირუსით დაიღუპა
ჩინელი ექიმი, ლი ვენლიანგი, რომელიც საზოგადოებას დეკემბერში აფრთხილებდა "კორონავირუსის მსგავსი" დაავადების გავრცელების საფრთხეზე, დღეს თავად ამ დაავადებით გარდაიცვალა.
CNN-ის ცნობით, განგაშის ატეხვისას ექიმი ლი ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოკითხა და პოლიციაშიც კი დაიბარეს, სადაც ხელწერილი დააწერინეს "ინტერნეტ სივრცეში ჭორების გავრცელებასა" და "წესრიგის დარღვევაზე". ექიმი 12 იანვარს მოათავსეს საავადმყოფოში, პირველ თებერვალს კი დაუდგინდა კორონავირუსის დიაგნოზი. მას პაციენტისგან გადაედო დაავადება.
ექიმის დაღუპვას ტვიტერზე გამოეხმაურა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია. ისინი მწუხარებას გამოთქვამენ ექიმი ლის გარდაცვალების გამო და აღნიშნავენ იმ დიდ საქმეს, რაც მან გასწია დაავადების წინააღმდეგ.
We are deeply saddened by the passing of Dr Li Wenliang. We all need to celebrate work that he did on #2019nCoV - @DrMikeRyan
— World Health Organization (WHO) (@WHO) February 6, 2020
რატომ ატეხა განგაში ექიმმა ლიმ?
ვუჰანში მცხოვრებმა 34 წლის ოფთალმოლოგმა ერთი თვის შემდეგ სოციალურ ქსელ Weibo-ზე დაწერა მისი ისტორია:
დეკემბერში ექიმმა შეამჩნია შვიდი იდენტური შემთხვევა, რომელიც ძალიან ჰგავდა "ძველ კორონავირუსს" (Sars — მწვავე რესპირატორული სინდრომი). ის 2003 წელსაც გლობალურად გავრცელდა.
ექიმს სურდა, კორონავირუსის საფრთხეზე სხვებიც გაფრთხილება. 30 დეკემბერს მან შეტყობინება გაუგზავნა კოლეგა ექიმებს, დაინფიცირების თავიდან ასაცილებლად ჩაეცვათ დამცავი სკაფანდრი. ოთხი დღის შემდეგ იგი უსაფრთხოების ბიუროში დაიბარეს, სადაც "ტყუილში" დაადანაშაულეს. ექიმი ლი იყო ერთ-ერთი იმ რვა ადამიანიდან, რომლებიც პოლიციამ "ჭორების გავრცელებაში" დაადანაშაულა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ექიმს მოგვიანებით მოუბოდიშა.
ჩინეთში ახალი კორონავირუსით დაღუპულთა რიცხვი 563-მდე გაიზარდა, ვირუსით დაავადებულთა რაოდენობა კი 28 ათასს აჭარბებს.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს