ტაილანდელმა ჯარისკაცმა ბუდისტურ ტაძარსა და სავაჭრო ცენტრში ცეცხლი გახსნა, დაღუპულია 12 ადამიანი
სულ მცირე 12 ადამიანი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა ტაილანდში, ნახონ რატჩასიმაში მომხდარი სროლის შედეგად. BBC-ის ინფორმაციით, ცეცხლი ტაილანდელმა ჯარისკაცმა გახსნა.
თავდაცვის სამინისტრის ინფორმაციით, ჯარისკაცმა იარაღი და ამუნიცია სამხედრო ბანაკიდან გაიტაცა, ხოლო შემდეგ ქალაქში მდებარე ბუდისტურ ტაძარში და სავაჭრო ცენტრში ცეცხლი გახსნა. თავდამსხმელი ჯერჯერობით არ დაუკავებიათ.
სიახლეები
- იმერეთსა და რეგიონებში სხვადასხვა მოდელის ცეცხლსასროლი იარაღები, საბრძოლო მასალა და მჭიდები ამოიღეს
- მეტრო „სამგორში“ ახალგაზრდა გოგო გარდაიცვალა
- კიევში რუსეთის თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 24-მდე გაიზარდა
- „ევროვიზია 2026“-ის ფინალისტები ცნობილია
- ,,ის სავალალო მდგომარეობა, რომელიც ევროკავშირის სხვადასხვა ინსტიტუციაშია, შემაშფოთებელია"- ნინო წილოსანი