"რუსეთი და ასადის რეჟიმი მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ - ჩვენი მოქმედება უკომპრომისო იქნება"
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ ტაიფ ერდოღანის თქმით, რუსეთი, ირანის მიერ მხარდაჭერილი სამხედროები და ასადის რეჟიმი იდლიბში მშვიდობიან მოსახლეობას ხოცავენ, რასაც ანკარა ვერ შეეგუება.
„კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ თავდასხმების სამიზნე, რომელსაც რეჟიმი და რუსეთი ახორციელებენ, მშვიდობიანი მოსახლეობაა და არა ტერორისტები“, - განაცხადა ერდოღანმა მმართველ, სამართლიანობისა და განვითარების პარტიისადმი მიმართვისას.
მისივე თქმით, იმ შემთხვევაში თუ რეჟიმი სირიაში სრულ კონტროლს დაამყარებს, საფრთხე თავად თურქეთის უსაფრთხოებას და სტაბილურობას დაემუქრება და მისი მოქმედება უკომპრომისო იქნება.
„ჩვენ ჯარისკაცებს თუნდაც პატარა ზიანი რომ მიადგეთ, მე ვაცხადებ აქედან - ჩვენ დავარტყამთ რეჟიმის ძალებს ნებისმიერ ადგილას, მიუხედავად იდლიბის საზღვრებისა და იმ ხაზებისა, რომელიც სოჭის შეთანხმებით არის გათვალიწინებული“,- განაცხადა ერდოღანმა და დასძინა, რომ ამისთვის ანკარა ნებისმიერ გზას, საჰაეროს თუ სახმელეთოს, უყოყმანოდ გამოიყენებს.
შეგახსენებთ, 2018 წელს, თურქეთი და რუსეთი შეთანხმდნენ, რომ იდლიბი დეესკალაციის ზონად ჩამოყალიბდებოდა, სადაც სამხედრო მოქმედებები უნდა შეწყვეტილიყო. ანკარამ ბოლო პერიოდის განმავლობაში მოსკოვს არაერთხელ მოუწოდა „შეეჩერებინა მოკავშირე ასადის რეჟიმი“, თუმცა ბოლო თავდასხმა თურქ ჯარისკაცებზე სწორედ მაშინ მოხდა, როცა რუსეთის დელეგაცია ანკარაში სირიაში მიმდინარე მოვლენებს განიხილავდა.
სიახლეები
- "სრულდება ეკლესიის რეიდერული მიტაცების მაფიოზური ოპერაცია" - მიხეილ სააკაშვილი
- “უწმინდესმა დალოცა საქართველო, დაგვლოცა ყველა, დაიძინა და... დადგა მომენტი, როცა მივხვდით, ღმერთთან აღარ უნდა გვებრძოლა” - ლაშა ჟვანია
- 28 მარტს ქუთაისში საგაზაფხულო აგრობაზარი გაიმართება
- "უწმინდესმა გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი ძალა სიმდაბლეშია, რომ ნამდვილი გამარჯვება რეალური სიმტკიცეა" - როგორ იხსენებენ პატრიარქს
- საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სიონის ტაძარში დაკრძალეს