"კორონავირუსთან დაკავშირებით ყველა სცენარი ჯერჯერობით მაგიდაზე რჩება"- ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია
მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის მიერ ბოლო დროს მოწოდებული მონაცემების თანახმად, კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა იკლო, ეპიდემიის შეფასების თვალსაზრისით ყველა სცენარი ჯერჯერობით მაგიდაზე რჩება, - ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადან გაბრეისუსმა გააკეთა.
„მონაცემები შემთხვევების შემცირებაზე მეტყველებს, თუმცა ამ ტენდენციის შესახებ ძალიან ფრთხილი მსჯელობაა საჭირო, ვინაიდან ტენდენციები, შესაძლოა, შეიცვალოს. ჯერჯერობით ძალიან ადრეა იმის თქმა, რომ კლება შენარჩუნდება. ყველა სცენარი ჯერჯერობით მაგიდაზე რჩება,“- განაცხადა ტედროს ადან გაბრეისუსმა.
მისივე თქმით, ბოლო მონაცემებით, ჩინეთში კორონავირუსით დაინფიცირების 70,635 დადასტურებული, მათ შორის 1,772 ფატალური შემთხვევაა გამოვლენილი. რაც შეეხება ჩინეთის ფარგლებს გარეთ, გაბრეისუსმა აღნიშნა, რომ ვირუსით 25 ქვეყანაში 700-ზე ნაკლები ადამიანია დაინფიცირებული.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 14 ოქტომბრისთვის
- "4 ოქტომბრის ერთ-ერთი მთავარი არასწორი გათვლა იყო რეჟიმის სწრაფი ჩამოშლის შესაძლებლობის გადაჭარბებით შეფასება" - მიხეილ სააკაშვილი
- "Tomahawk-ის რაკეტების უკრაინისთვის მიწოდება ყველასთვის შეიძლება ცუდად დასრულდეს და უპირველეს ყოვლისა, თავად ტრამპისთვის" - დიმიტრი მედვედევი
- " საქართველოს მიმართ ჩეხეთის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობელი ვარ" - სალომე ზურაბიშვილი
- "ამერიკელები გარკვეული პერიოდის განმავლობაში მზად იყვნენ, გადაეხაზათ ყველაფერი, რაც უკრაინის მხარდაჭერას უკავშირდებოდა, ბაიდენმა ზელენსკიზე თქვა, რომ ის შემაწუხებელია"