ირანის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კორონავირუსი სავარაუდოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბითაა გავრცელებული
ირანის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ კორონავირუსი არა მარტო ყუმში, არამედ ბევრ ქალაქშია გავრცელებული.
„არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, თავდაპირველად კორონავირუსი ყუმის ქალაქში დაფიქსირდა, ახლა კი მრავალ ქალაქშია გავრცელებული, მათ შორის: თეირანში, ბაბოლში, არაკში, ისპაანში და სხვა ქალაქებში“, - განაცხადეს სამინისტროში.
მათივე ინფორმაციით, კორონავირუსი სავარაუდოდ, მთელი ქვეყნის მასშტაბითაა გავრცელებული. ირანში არსებულ ვითარებას გამოეხმაურა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია. მათი თქმით, გავრცელებული ცნობები ძალიან „სანერვიულოა“.
შეგახსენებთ, გუშინ, ირანში საპარლამენტო არჩევნები იმართებოდა. მედიაში ვარაუდობენ, რომ ინფორმაციას კორონავირუსის შესახებ ირანის ოფიციალური პირები სწორედ ამიტომ არ ავრცელებდნენ. ირანში, ოფიციალური ცნობით, ამ დროისთვის კორონავირუსით 5 ადამიანი დაიღუპა.
სიახლეები
- "აშშ გულწრფელად ისწრაფვის კონფლიქტის მოგვარებისკენ, თუმცა ეს პირველ რიგში რუსეთისა და უკრაინის საქმეა" - ვლადიმერ პუტინი
- "არავინ თანხის დასაზოგად არ არის განწყობილი, ამორალურია, როდესაც დიუშენის მედიკამენტებთან დაკავშირებით პოლიტიკური ქულების დაწერას ცდილობენ"
- ნავთობის ბაზრის ანალიზი ადასტურებს, რომ ირან-ამერიკის დაპირისპირება მისულია ფინალურ ფაზამდე
- გლდანში ავარიას ქვეითი ემსხვერპლა
- 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი