საბერძნეთის ეკლესიამ აღდგომის დღესასწაულის საზეიმოდ აღნიშვნა გადადო
საბერძნეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა, აღდგომის დღესასწაულის საზეიმოდ აღნიშვნის გადადების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
მედიის ინფორმაციით, ყველა ღონისძიება, რომელიც დაკავშირებულია აღნიშვნასთან, მათ შორის საზეიმო ღვთისმსახურება, ერთი თვით გადაიდება.
მედიის ინფორმაციითვე, მიუხედავად ელადის ეკლესიის დომინანტი როლისა, რომელიც საბერძნეთის კონსტიტუციითაა განსაზღვრული, ბოლო დღეების განმავლობაში რამდენიმე მართლმადიდებელი მღვდელი დააკავეს, რომლებიც ცდილობდნენ ქვეყანაში მთავრობის მიერ გაცხადებული აკრძალვების გვერდის ავლით ჩაეტარებინათ წირვა-ლოცვა და ეკლესიების დახურვის გადაწყვეტილებას აპროტესტებდნენ.
საბერძნეთის სინოდი, მოსახლეობას მოუწოდებს, რომ რადგანაც დღესასწაულები მკაცრი კარანტინის ვადებს ემთხვევა, მოსახლეობამ სახლებში ილოცოს.
სიახლეები
- "დაკავებულია სუს-ის ყოფილი და ამჟამად შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, რომელსაც ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება"
- "დემოკრატიაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის" - კაია კალასი
- 26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- "15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება" - ეკონომიკის სამინისტრო
- 25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი