"სჯობს ერთი გაილახოს, ვიდრე ათასობით დაიმარხოს"-რამზან კადიროვი პოლიციის მიერ მოქალაქის ცემაზე
ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ქალაქ არგუნის მცხოვრებლის პოლიციის მიერ ცემის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის მსგავს საქციელს ამართლებს.
„თავდაპირველად უკმაყოფილო ვიყავი, რომ თანამშრომელმა ამ არანორმალურს სცემა, მაგამ მას არაფერი დაუშავებია. მე მწერენ, შენ ხომ მუსლიმი ხარ, რატომ უშვებ ამას? მე მირჩევნია ერთი გაილახოს, ვიდრე ათასობით დაიმარხოს. ამიტომ ვიღებ მკაცრ ზომებს. ვისაც საჭიროა „ბიტებით“ გავლახავთ, ვისაც საჭიროა ციხეში ჩავსვამთ, თუ საჭიროა სარდაფში. ამით საკუთარ ხალხს ვიცავ“, - განაცხადა კადიროვმა.
ცნობისთვის, რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს ფიზიკურად როგორ უსწორდება ჩეჩნეთის პოლიცია ერთ-ერთ ადგილობრივს, რომელიც მათი ინფორმაციით, კარანტინს არღვევს.
სიახლეები
- "დაკავებულია სუს-ის ყოფილი და ამჟამად შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, რომელსაც ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება"
- "დემოკრატიაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის" - კაია კალასი
- 26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- "15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება" - ეკონომიკის სამინისტრო
- 25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი