იტალია შეზღუდვების მოხსნას 4 მაისიდან ეტაპობრივად დაიწყებს
იტალია მიმდინარე კვირის ბოლოსთვის კორონავირუსის გამო დაწესებული ზომების მოხსნის გეგმას გაასაჯაროებს.
ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯუზეპე კონტემ განაცხადა.
მისივე თქმით, შეზღუდვების მოხსნა 4 მაისიდან ეტაპობრივად დაიწყება.
„ნეტა შემეძლოს იმის თქმა: მოდი ყველაფერი გავხსნათ ახლავე, ხვალიდან... მაგრამ ასეთი გადაწყვეტილება უპასუხისმგებლობა იქნება. ასე მოქცევა ვირუსის უკონტროლო გავრცელებას გამოიწვეს და ყველანაირ ძალისხმევას, რაც კი აქამდე გვქონია, ხაზს გადაუსვამს“,-აღნიშნა კონტემ.
ცნობისთვის, იტალიაში კორონავირუსის 181228 შემთხვევაა დაფიქსირებული. ქვეყანაში ევროპის მასშტაბით ვირუსს ყველაზე მეტი, 24114 ადამიანი ემსხვერპლა. აღსანიშნავია, რომ გუშინ იტალიაში ბოლო თვის მანძილზე ყველაზე ნაკლები ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
სიახლეები
- "დაკავებულია სუს-ის ყოფილი და ამჟამად შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, რომელსაც ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება"
- "დემოკრატიაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის" - კაია კალასი
- 26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- "15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება" - ეკონომიკის სამინისტრო
- 25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი