გულის ოპერაციის შემდეგ კიმ ჩენ ინი, სავარაუდოდ, მძიმე მდგომარეობაშია -CNN
ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი, რომელსაც ცოტა ხნის წინ გულის ოპერაცია ჩაუტარეს, სავარაუდოდ, მძიმე მდგომარეობაშია, - ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, ეჭვი კიმ ჩენ ინის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ მას შემდეგ გაჩნდა, რაც ის ბაბუის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებას არ დაესწრო.
სამხრეთ კორეული ახალი ამბების სააგენტო Daily NK-ის ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერს 12 აპრილს გულ-სისხლძარღვთა სისტემის პროცედურა ჩაუტარეს. მათივე ცნობით, აღნიშნული პროცედურის ჩატარება მას „თამბაქოს ჭარბი მოხმარებისა და გადაჭარბებული წონის“ გამო დასჭირდა.
CNN-ი განმარტავს, რომ შეერთებული შტატები კიმ ჩენ ინის მდგომარეობის შესახებ ცნობებს თვალყურს ადევნებს და აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმებას ცდილობს.
სიახლეები
- ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 13 მარტისთვის
- ეუთო „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს
- "მთელი ჩემი საკუთრება საქართველოში შედგება 1.5 ჰექტარი ვენახისგან, 75 კვ. მ. სახლისა და დამხმარე ნაგებობებისაგან" - მიხეილ სააკაშვილი
- "შეიცვლება თუ არა თბილისი-ვაშინგტონის ურთიერთობა და რას გეგმავს ბრიუსელი?!" - გია ხუხაშვილი