რუსეთმა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობით ჩინეთის შემდეგ, ირანს გადაასწრო
რუსეთში, ბოლო დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსის 6 411 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და მთლიანობაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 93 558 შეადგინა.
ამ მონაცემით, რუსეთმა ინფიცირებულთა რაოდენობით ჩინეთის შემდეგ, ირანის მონაცემებსაც გადააჭარბა. ამასთან, ქვეყანაში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, 73 ადამიანი დაიღუპა და გარდაცვლილთა რაოდენობამ საერთო ჯამში 867 შეადგინა.
რუსეთის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიულ შტაბში აცხადებენ, რომ გამოჯანმრთელებულია 8 456 პაციენტი.
სიახლეები
- ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 13 მარტისთვის
- ეუთო „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს
- "მთელი ჩემი საკუთრება საქართველოში შედგება 1.5 ჰექტარი ვენახისგან, 75 კვ. მ. სახლისა და დამხმარე ნაგებობებისაგან" - მიხეილ სააკაშვილი
- "შეიცვლება თუ არა თბილისი-ვაშინგტონის ურთიერთობა და რას გეგმავს ბრიუსელი?!" - გია ხუხაშვილი