"ნეტა, განგაშის ზარი თავიდანვე ამეტეხა, ვიტყოდი, "მე გაგაფრთხილეთ", მაგრამ ამის თქმა არ შემიძლია"
ნეტა, განგაშის ზარი ადრე ამეტეხა, - ამის შესახებ ნიუ - იორკის გუბერნატორმა კორონავირუსთან დაკავშირებით ამერიკულ მედიასთან განაცხადა.
„როცა გავიგეთ, რომ ჩინეთში ვირუსი იყო და ჩინეთმა თავდაპირველად თქვა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარებოდა, უნდა გვენერვიულა. ნეტა ვინმეს მაშინ განგაშის ზარი აეტეხა და თუ ასეთი არავინ იყო, ნეტავ ეს მე ვყოფილიყავი დეკემბერში ან იანვარში... ახლა თავს უკეთესად ვიგრძნობდი და ვიტყოდი, მე გაგაფრთხილეთ, მაგრამ ამის თქმა არ შემიძლია“,-განაცხადა ენდრიუ ქუომომ.
ცნობისთვის, ნიუ-იორკში, ბოლო მონაცემებით, კორონავიურსის 290 000-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 23 000-ს უახლოვდება.
სიახლეები
- "დაკავებულია სუს-ის ყოფილი და ამჟამად შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, რომელსაც ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება"
- "დემოკრატიაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის" - კაია კალასი
- 26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- "15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება" - ეკონომიკის სამინისტრო
- 25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი