რუსეთში ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელი დაფიქსირდა
რუსეთში, უკანასკნელი დღე-ღამის მანძილზე კორონავირუსით 232 ადამიანი დაიღუპა, რაც ქვეყანაში ვირუსით გარდაცვალების რეკორდული დღიური მაჩვენებელია.
ამასთან, ქვეყანაში დროის ამავე პერიოდში ინფიცირების 8572 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ამ დროისთვის, რუსეთში, საერთო ჯამში კორონავირუსის 387 623 შემთხვევაა დადასტურებული, ხოლო გარდაცვლილთა რაოდენობა 4 374-ს შეადგენს.
რუსეთის კორონავირუსთან ბრძოლის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, ქვეყანაში 159 257 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო აქტიურ შემთხვევათა რაოდენობა 223 992-ს შეადგენს.
სიახლეები
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 17 ოქტომბრისთვის
- მცხეთა-თბილისის ეპარქიული კომისიის გადაწყვეტილებით, არქიმანდრიტ დოროთე ყურაშვილს კომისიაზე „არასაპატიო მიზეზით არგამოცხადებისთვის მკაცრი გაფრთხილება ეძლევა“, ახსნა-განმარტებისთვის კი ის მომავალ კომისიაზე უნდა გამოცხადდეს
- საქართველოში რუსეთის 5 მოქალაქე დააკავეს
- კალაძე კრივის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა - ის რუსეთში ავტობიზნესითაცაა დაკავებული
- იტალიელი მოდელი შეყვარებულმა დანით მოკლა