იტალია დღეიდან ევროპელი ტურისტებისთვის საზღვრებს ხსნის
იტალია დღეიდან ევროპის ქვეყნების უმეტესობისთვის საზღვრებს ხსნის. მედიის ინფორმაციით, შეზღუდვები იხსნება ქვეყნის შიგნით გადაადგილებაზეც.
„ვაცნობიერებთ რისკს, რომ შესაძლოა, გავრცელების მაჩვენებელი კვლავ გაიზარდოს. თუმცა ეს რისკი უნდა მივიღოთ, სხვაგვარად ვერასდროს მოვახერხებთ გახსნას,“- განაცხადა იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ.
შეგახსნენებთ, იტალია კორონავირუსისგან ერთ-ერთო ყველაზე მეტად დაზარალებული ქვეყანაა მსოფლიოში. ბოლო მონაცემებით, იტალიაში „კოვიდ 19“-ით 230 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა და 33 500 დაიღუპა.
სიახლეები
- "დაკავებულია სუს-ის ყოფილი და ამჟამად შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, რომელსაც ბრალი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში ედება"
- "დემოკრატიაში პოლიტიკური ძალადობის ადგილი არ არის" - კაია კალასი
- 26 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი
- "15 ივლისიდან შანხაი-თბილისის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება" - ეკონომიკის სამინისტრო
- 25 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი