ბრაზილია კორონავირუსით დაღუპულთა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზეა
ბრაზილიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 909 ადამიანი გარდაიცვალა და დაღუპულთა საერთო რაოდენობა 41,828-მდე გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
აღსანიშნავია, რომ ამ მაჩვენებლით ბრაზილიამ დიდ ბრიტანეთს გადაუსწრო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა მსოფლიოში.
გარდა ამისა, ქვეყანაში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 25 982 ახალი შემთხვევა დადასტურდა და დაინფიცირებულთა რიცხვმა 828 810-ს მიაღწია.
ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში კოვიდ 19-სგან 365 063 ადამიანი განიკურნა.
სიახლეები
- ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
- უცხოური ვალუტის ოფიციალური კურსი 13 მარტისთვის
- ეუთო „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს
- "მთელი ჩემი საკუთრება საქართველოში შედგება 1.5 ჰექტარი ვენახისგან, 75 კვ. მ. სახლისა და დამხმარე ნაგებობებისაგან" - მიხეილ სააკაშვილი
- "შეიცვლება თუ არა თბილისი-ვაშინგტონის ურთიერთობა და რას გეგმავს ბრიუსელი?!" - გია ხუხაშვილი