იტალიაში კორონავირუსი ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში იყო
იტალიელი მეცნიერების ახალი კვლევა აჩვენებს, რომ კორონავირუსი ქვეყანაში ჯერ კიდევ 2019 წლის დეკემბერში ცირკულირებდა.
SARS-Cov-2-ის კვალი მილანის და ტურინის საკანალიზაციო სისტემებში ჯერ კიდევ იმაზე ორი თვით ადრე დაფიქსირდა, სანამ იტალია COVID-19-ის პირველ შემთხვევებს ოფიციალურად დაარეგისტრირებდა.
მეცნიერების თქმით, SARS-Cov-2-ის კვალი აღმოჩნდა ჩამდინარე წყლების ნიმუშებში, რომელიც სპეციალისტებმა მილანსა და ტურინში 18 დეკემბერს, ბოლონიაში კი 29 იანვარს აიღეს.
მათი თქმით, მეტი კვალი დაფიქსირდა ნიმუშებში, რომელიც 2020 წლის იანვარსა და თებერვალში შეგროვდა.
ოფიციალურად იტალიაში ვირუსის პირველი შემთხვევა თებერვალში აღრიცხეს. პირველი პაციენტი მამაკაცი იყო, რომელმაც საავადმყოფოს მიმართა.
სიახლეები
- საჰაერო თავდაცვამ დღეს ცხრა ბალისტიკური რაკეტა და 35 დრონი გაანადგურა
- სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
- “არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნება ალიანსის ცხოვრება” – ნიკა გვარამია
- ლარის კურსი
- აშშ წესებზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს არღვევს, ევროკავშირმა ეს უნდა დაიცვას: ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი