ახალი კლასტერი თუ ახალი ტალღა გერმანიაში? - ხორცის საწარმოს 650 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
გერმანიაში, გიუტერსლოჰში, კორონავირუსი ხორცის დამამუშავებელი ერთ-ერთი საწარმოს 650-ზე მეტ თანამშრომელს დაუდასტურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კორონავირუსზე ტესტი ჯერჯერობით საწარმოს 1000-მდე თანამშრომელს ჩაუტარდა. ახალი კლასტერის გამო ათასობით ადამიანი კარანტინში იმყოფება.
ხელისუფლებამ რეგიონში სკოლები და ბაღები დროებით დახურა.
ცნობისათვის, ბოლო მონაცემებით გერმანიაში კორონავირუსის 187 764 შემთხვევაა დადასტურებული, დაღუპულთა რაოდენობა კი - 8856-ია.
სიახლეები
- თეირანში სპორტული საზოგადოების სამი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
- ,,რა დავაშავე, რომ ჩემს დასთან, ჩემს შვილებთან და მეუღლესთან არ შემიძლია დარეკვა?"- პაატა ბურჭულაძე
- ,,ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო მათი „ენჯეოს“ კოჰორტა, დღეს ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა"- შალვა პაპუაშვილი
- „ქართული ოცნების“ სახელით გუშინ ოფიციალური საჩივრით მივმართეთ „ბიბისის“ – შალვა პაპუაშვილი
- ჩხოროწყუში მომხდარ ავარიას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა