ესპანეთი ხვალიდან ევროკავშირის მოქალაქეებისთვის საზღვრებს გახსნის
ესპანეთის პრემიერ მინისტრის, პედრო სანჩესის განცხადებით, 21 ივნისიდან ქვეყანა ევროკავშირის ქვეყნებიდან ტურისტებს მიიღებს.
ამის შესახებ El Pais იუწყება.
გამოცემის ცნობით, ესპანეთი საჰაერო მიმოსვლას ღამის 00:00 საათიდან აღადგენს. ქვეყნის საზღვრები ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნისთვის ღია იქნება, გარდა პორტუგალიისა.
ესპანეთის აეროპორტები კვირას პირველ 100 რეისს მიიღებენ.
ამავე დროს, პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა აღნიშნა, რომ შეზღუდვების წყალობით, ესპანეთში ათასობით ადამიანი სიკვდილს გადაურჩა.
სიახლეები
- საჰაერო თავდაცვამ დღეს ცხრა ბალისტიკური რაკეტა და 35 დრონი გაანადგურა
- სააპელაციომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა
- “არავის უთქვამს, რომ ადვილი იქნება ალიანსის ცხოვრება” – ნიკა გვარამია
- ლარის კურსი
- აშშ წესებზე დაფუძნებულ გლობალურ წესრიგს არღვევს, ევროკავშირმა ეს უნდა დაიცვას: ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი