ინდური კომპანია COVID-19-ის სამკურნალო წამლის რეალიზაციას იწყებს
ინდოეთის მედიკამენტების მარეგულირებელმა სამსახურმა კომპანია Hetero Labs-ს ამერიკული საწარმო Gilead Science-ის ექსპერიმენტული პრეპარატის რემდესივირის წარმოებისა და გასაყიდად ბაზარზე გამოტანის ნებართვა მისცა.
ამის შესახებ Reuters იუწყება.
პრეპარატი ბაზარზე Covifor-ის სახელით გაიყიდება და 100 მილიგრამის ფასი 66-დან 79 აშშ დოლარამდე იქნება.
გამოცემა Indian Express-ის ცნობით რემდესივირის წარმოების უფლება კიდევ ერთმა ინდურმა კომპანიამ, Cipla-მაც მოიტოვა.
კომპანია Gilead Sciences-მა გასულ თვეში ხელი მოაწერა მედიკამენტების 5 კომპანიასთან შეთანხმებას, რომელიც რემდესივირის წარმოების ლიცენზიის გადაცემას გულისხმობს.
კომპანიებს წამლის რეალიზაციას 127 ქვეყანაში შეეძლებათ.
სიახლეები
- თეირანში სპორტული საზოგადოების სამი წევრი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს
- ,,რა დავაშავე, რომ ჩემს დასთან, ჩემს შვილებთან და მეუღლესთან არ შემიძლია დარეკვა?"- პაატა ბურჭულაძე
- ,,ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო მათი „ენჯეოს“ კოჰორტა, დღეს ვიქნებოდით დანგრეული ქვეყანა"- შალვა პაპუაშვილი
- „ქართული ოცნების“ სახელით გუშინ ოფიციალური საჩივრით მივმართეთ „ბიბისის“ – შალვა პაპუაშვილი
- ჩხოროწყუში მომხდარ ავარიას 21 წლის ახალგაზრდა ემსხვერპლა